• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერდოღანი მიხვდა რომ ორმაგი შეცდომა დაუშვა… ცდილობს, ამერიკას ეს გამოსტყუოს” – სოსო ცინცაძე

ალია ავტორი - ალია
00:19 06-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
857

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძე.

– თურქეთი შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას ბლოკავს. რა უნდა თურქეთს? ამით რის მიღებას ცდილობს?

– ჩვენს თვალწინ იქმნება მსოფლიოს ახალი ისტორია, ისტორიკოსებისთვის, პოლიტოლოგებისთვის, სამხედრო ექსპერტებისთვის სხვა სპეციალისტებისთვის, ეს არის უნიკალური ხანა. თურქეთი ცდილობს, ამერიკას გამოსტყუოს ეს 34 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები. 2019 წელს, თურქეთმა რუსეთისგან ბევრად იაფად შეიძინა ესეს 400 ტიპის თვითმფრინავები და ამის გამო, ამოიღეს ეს 34-ს პროგრამიდან და სანქციები დაუწესეს გარკვეული სახეობის იარაღის შეძენაზე თურქეთს. ევროკავშირის ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ სანქციებს. აი, ამ სანქციების მოხსნა და ეს 34-ის პროგრამაში დაბრუნება უნდა ერდოღანს. არ გამოადგა თურქეთს რუსული თვითმფრინავები, მიხვდა ერდოღანი, რომ ორმაგი შეცდომა დაუშვა – ამერიკულზე უარესი თვითმფრინავები იყიდა და თან სანქციებში გაყო თავი. გარდა მაგისა, „ბაირახტარების“ გარკვეული სათადარიგო ნაწილები ევროპიდან შეაქვს თურქეთს. „ბაირახტარებს“ თავად იყენებს თურქეთი სირიაში და მისი გაყიდვით დიდ ფულს შოულობს. თუმცა, თუ არ მოუხსნეს სანქციები, ვეღარ იყიდის იმ სანქცირებულ ნაწილებს და ვეღარ გააგრძელებს „ბაირახტარების“ წარმოებას. გარდა მაგისა, სირიაში ამერიკის მოკავშირენი არიან ქურთები და ამერიკა „ისლამურ სახელმწიფოს“ რომ ებრძოდა, მაშინ ძალიან მაგრად იბრძოლეს ქურთებმა. ამერიკა ქურთებთან ვალშია. თურქეთს უნდა, ამერიკამ შეწყვიტოს მათი მოკავშირეობა, რადგან თურქეთს სირიაში ომი აქვს. ქურთებს ეხმარებიან დანია, ფინათი,  შვედეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ცხადია, ამ დახმარების შეწყვეტასაც მოითხოვს თურქეთი. ჩრდილოეთ სირიაში, იდლიბის რაიონში მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ამზადებს და მოითხოვს, რომ ხელი არ შეუშალონ. ვნახოთ, ბევრი აქვთ სავაჭრო თურქეთს ამერიკასთან და ევროკავშირთანაც. თუმცა, ამერიკაში უკვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ თურქეთი ნატო-დან გარიცხონ. მაგრამ ნატო-ს წესდებაში არ არის მუხლი, რომელიც წევრი ქვეყნის გარიცხვას და გარიცხვის მექანიზმს ითვალისწინებს. სხვათაშორის, არც ევროკავშირს აქვს ამგვარი მექანიზმი. საბოლოოდ, ვფიქრობ, მორიგდებიან თურქეთი და ამერიკა და შვედეთი გახდება მალე ნატო-ს წევრი. ეს ურთიერთდათმობის საფუძველზე მოხდება. რას აღარ მოვესწარი და სტალინის და ხრუშჩოვის, ბერლინის და კარიბის კრიზისების მერე, ასეთი მწვავე პერიოდი არ მინახავს და არ გამიგია. ამერიკელები და ბრიტანელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ ეს არის ბოლო შანსი, რომ რუსეთი ისე უნდა დაასუსტონ ამ ომით, სანქციებით, რომ აღარ ჰქონდეს დამპყრობლური ამბიციები, უბრალოდ, დაკარგოს ზესახელმწიფოს სტატუსი, ამბიციები და მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებში აღარ ჩაყოს ცხვირი. აი, ამ ზომამდე თუ მიიყვანენ და დაასუსტებენ რუსეთს, მერე შეეცდებიან მასთან ზავის დადებას. თუმცა, ეს რუსეთიც ფენიქსივით არის. გაიხედავ, დასუსტებულია და ცოტა ხანში ისევ იბრუნებს ძლიერებას. ელცინის პერიოდში რუსეთი დასუსტებული კი არა, დაჩაჩანაკებული იყო. 2000 წელს ჩაიბარა სახელმწიფო პუტინმა და აგერ, 21 წელიწადში, უფრო ადრეც კი აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ.

– ელცინის დროს უნდა დაეშალათ რუსეთი, მაშინ ხომ იყო ამის შანსი?

– კი, მაშინ ამის მართლა დიდი შანსი იყო, მაგრამ ჯერ ჯორჯ ბუშმა და მერე ბილ კლინტონმა შეცდომები დაუშვეს, იუგოსლავიაში ატეხეს ომი, მთავარი გამოეპარათ. ეგონათ, საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, რუსეთი წელში ვეღარ გასწორდებოდა. მაშინ თათარისტანმა, აღმოსავლეთ ციმბირის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, პრეზიდენტები აირჩიეს და ეს პროცესი უნდა მიეყვანა ნატო-ს ბოლომდე და დაეშალა რუსეთი. კი, ახლა ნანობენ, მაგრამ რაღა ეშველება.

თეგები: აშშბაიდენიერდოღანითურქეთირუსეთ-უკრაინის ომისოსო ცინცაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved