• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, ხუთშაბათი, 21 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

გოგონა სკაუტები „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზე

ალია ავტორი - ალია
19:22 05-11-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,803

 

სწავლა კეთებით, თამაშით, პრაქტიკული აქტივობებით, თავგადასავლებით – ის, რასაც სკოლებში არ ვსწავლობთ და ის, რაც ცხოვრებაში გვჭირდება – ეს გოგონა სკაუტების ორგანიზაცია „დიას“ საქმიანობის ნაწილია. „დია“ მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს.

ორგანიზაცია ექვსიდან ოცდაათ წლამდე გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს ასაკობრივ რაზმებად აერთიანებს; ყველას, ვისაც სურვილი აქვს, მსოფლიო უკეთესობისკენ შეცვალოს, გაიგოს მეტი საკუთარი, გარშემომყოფებისა და დედამიწის შესახებ. „დიას“ კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც უნდა, იზრუნოს პირად თუ სხვების ჯანმრთელობაზე; გამოიმუშაოს პიროვნული უნარები; შეიმეცნოს, რა გამოწვევების წინაშეა დედამიწის ეკოსისტემა; შეიყვაროს მეცნიერება, ინჟინერია, ხელოვნება ან ტექნოლოგიები; აღმოაჩინოს საკუთარი როლი საზოგადოებაში და სხვასაც ხელი შეუწყოს განვითარებაში.

მრავალფეროვანი არჩევანიდან, გოგონებისთვის ერთ-ერთი საინტერესო სფერო ავტოინდუსტრია აღმოჩნდა. სწორედ ამ მიმართულებით ითანამშრომლეს „თეგეტა ჰოლდინგთან“, სადაც მანქანების აგებულების შესახებ ტრენინგი გაიარეს.

აინტერესებდათ ყველაფერი – როდის და რატომ იცვლება ზეთი, ან რა მოუხერხონ მოულოდნელად დაშვებულ საბურავს. ყველა წვრილმანი გაარკვიეს და რჩევებიც მიიღეს. გვიხსნიან, რომ სკაუტი გოგონების კანონებში უპირველესი სხვადასხვა სფეროში ცოდნის დაგროვება და უნარების განვითარებაა.

სწორედ ქალთა გაძლიერება და განათლების ხელშეწყობაა ის საერთო მიზნები,

რომლებიც „დიასა“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ დამეგობრების მიზეზი გახდა.

 

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „სიამოვნებით ვუმასპინძლეთ და ვთანამშრომლობთ ამ განსაკუთრებულ გოგოებთან, რომლებსაც უნდათ, სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გვინდა, ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ გოგონა სკაუტებს, რომლებიც, თავიანთი დამოკიდებულებით, განსხვავებული, თამამი გადაწყვეტილებებით ცდილობენ, შეცვალონ სტერეოტიპები და მოტივაცია მისცენ თანატოლებსაც“.

მოტივირებული, ინტერესით და რაც მთავარია, პასუხისმგებლობით სავსე გოგონა სკაუტებისთვის კომპანიის მულტიფუნქციურ ტრენინგცენტრში, „თეგეტა აკადემიაში“ შეხვედრა საგანგებოდ დაიგეგმა. საუბარი აუდიტორიას გასცდა და გოგოების შეკითხვებს მოგვიანებით „თეგეტას“ ტრენერმა უშუალოდ მანქანასთან უპასუხა.

ქეთი ჟვანია, ორგანიზაცია „დიას“ დამფუძნებელი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „თეგეტას“ მხარდაჭერა. იმდენი საინტერესო დეტალის შესახებ მიიღეს ჩვენმა გოგოებმა ინფორმაცია… სანამ მანქანის მართვას დაიწყებენ, უნდათ, მეტი იცოდნენ ავტომობილის შესახებ. კომპანიაში ჩატარებული ტრენინგიც ამას ემსახურებოდა. მნიშვნელოვანია, რომ მათ კითხვებს სანდო და გამოცდილმა სპეციალისტმა უპასუხა“.

მეტი ხელშეწყობისათვის ორგანიზაცია „დია“ „თეგეტას“ ზრუნვის პლატფორმაზეც tegeta.care განთავსდა და ახლა ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, თავისი დონაციით გოგონა სკაუტებს სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვაში დაეხმაროს.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის

13:43 05-21-2026
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:06 05-21-2026
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება

15:04 05-20-2026
თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება
ახალი ამბები

თიბისიმ ერთგული Visa საკრედიტო ბარათი განაახლა – სურვილები ახლოვდება

13:57 05-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved