• რეკლამა
  • კონტაქტი
15:40, სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ თქვენ პირდაპირ გამოუცხადებთ ომს რუსეთს, თქვენი ჩართულობით გაძლიერებულები, ჩვენც გაბედულად ჩავებმებოდით ამ ომში” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
14:12 05-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
860

შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის ანგარიშების შეფერხებას, რუსეთ უკრაინის იმში დასავლეთის პოზიციას, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ნანა კაკაბაძეც გამოეხმაურა :

 

“რას მოითხოვენ საქართველოსგან?
ბიძინა ივანიშვილის მიმართ შვეიცარიის ბანკის დამოკიდებულებამ ბევრი პოზიცია გააშიშვლა.
ხელისუფლების მომხრეებმა ამის უკან აშშ-ს პირდაპირი ზეწოლა და მუქარა დაინახეს – თუ საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი არ გაიხსნება, ივანიშვილს ამ ბანკში არსებულ ნახევარ მილიარდიან ქონებას უბრალოდ წავართმევთო.
(ბოლშევიკური მეთოდებით ადამიანების გაკულაკებებს ლიბერალები დღეს დემოკრატიას და ევროპულ ღირებულებებს არქმევენ)
ხელისუფლების მოწინააღმდეგეებიდან ზოგმა თქვა, რა შუაშია აშშ, ეგ ივანიშვილს მხოლოდ ელანდება, მაგრამ მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი ეჭვის გამოთქმაც კი ქვეყნის მტრობააო, ზოგმა კი პირდაპირ განაცხადა, დიახ, მთავარი სტრატეგიული მოკავშირე რასაც მოითხოვს, იმას როცა არ ასრულებ, ე. ი. რუსეთის მხარეზე ხარ და თუ დროზე არ მოვიშორეთ ეს ხელისუფლება, საქართველო დაიღუპებაო.
მოკლედ, ყველა შემთხვევაში ეს ხელისუფლება მოსაშორებელიაო.
ძალიან უცნაურად ლაგდება ყველაფერი. ერთის მხრივ, რადგან აშშ და მთელი დასავლეთი ცდილობს, რომ ყველა შემთხვევაში რუსეთი უკრაინასთან ომში უნდა დამარცხდეს და ამისთვის მატერიალურ-ტექნიკური, ფინანსური თუ იდეოლოგიური დახმარების კუთხით მაქსიმუმს აკეთებს, ბუნებრივია, რომ მის ინტერესებში შედის, თუ საქართველოში, მოლდოვაში ან სხვაგან რუსეთის წინააღმდეგ მეორე, მესამე და მეათე ფრონტები გაიხსნება. ამიტომ ლოგიკურია, რომ აშშ და მთელი დასავლეთი ამისკენ უბიძგებდეს საქართველოსაც და სხვა ქვეყანასაც, ხოლო ქართველი „ძალიან ვაჟკაცი“ და „ძალიან პატრიოტი“ პოლიტიკანები ხან შემოვლით და ხან უკვე პირდაპირაც მოითხოვენ, რომ საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი.
ესენი სხვებს ეძახიან მონებს, არადა, სწორედ თვითონ ამჟღავნებენ მონურ ბუნებას, როდესაც ვაშინგტონის ცკ-დან წამოსულ რომელიმე მითითებაზე თუ ვინმე რაიმე კითხვის ნიშანს დასვამს ან საქართველოს ინტერესების შესაბამისობის პრიზმაში გაატარებს, მაშინვე ეცემიან დასაბულინგებლად, რუსეთუმის, მოღალატის, ნაძირალის, ბნელის და ათასგვარი სხვა სისაძაგლის იარლიყს მიაკერებენ და სისხლმოწყურებული ვამპირებივით დიდ სიამოვნებას იღებენ მათ იდეოლოგიურ ჩაქოლვასა და განადგურებაში.
ეს სულით და ხორცით ბოლშევიკ-ფაშისტები თავის თავს ლიბერალებს ეძახიან.
რაც შეეხება აშშ-ს და მთელ დასავლეთს, მათ მიმართ ერთ ძალიან ლოგიკურ კითხვა დავსვამთ, რომელიც ალბათ ჩვენი „ლიბერალებისთვის“ ძალიან გემრიელი „ჩასაქოლ-ჩასაქვესკნელებელი“ ლუკმა იქნება:
თქვე დალოცვილებო, რადგან ასე ღიად და დაუფარავად აცხადებთ უკრაინაში რუსეთის დამარცხების გეგმებისა და მისწრაფებების შესახებ, რაკი რუსეთის დასამარცხებლად უკრაინისთვის პრაქტიკულად ყველანაირი შეიარაღების მიწოდებას აანონსებთ და ახორციელებთ კიდეც, რატომ თვითონ თქვენს ჯარისკაცებს არ აგზავნით რუსეთთან საომრად, რატომ პირდაპირ არ უცხადებთ ომს „ტერორისტ სახელმწიფოს“, ეს ხომ ბევრად უკეთესი, ეფექტური და გამარჯვების სწრაფად მომტანი საშუალება იქნებოდა, ვიდრე ის, რომ თქვენი ტექნოლოგიებისა და ფინანსების გამოყენებით საზარბაზნე ხორცად იყენებდეთ უკრაინელებს, ქართველებს და სხვა ერებს?
თუ თქვენ პირდაპირ გამოუცხადებთ ომს რუსეთს, გარწმუნებთ, თქვენი ჩართულობით გაძლიერებულები, ჩვენც (და ალბათ სხვებიც) გაბედულად და ვაჟკაცურად ჩავებმებოდით ამ ომში, მაგრამ როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს ზურგს ამოეფაროთ, ჩვენ წინ გაგვრეკოთ და საზარბაზნე ხორცად გამოგვიყენოთ, რა თქმა უნდა, ასეთი პირობებით საქართველოს ხელისუფლებაც და ქართველი ხალხიც რუსეთთან ომში ჩაბმის წინააღმდეგი არის და იქნება.
ყველა ქვეყნის გონიერი ხელისუფლება სწორედ ასე უნდა იქცეოდეს და ცდილობდეს, წასაგებად განწირული ომი და სისხლისღვრა, თავის ხალხს, აარიდოს.
რუსეთთან პირდაპირ ომში ჩაბმას თავს არიდებენ, აშშ-ც, ევროპის ქვეყნებიც და სხვებიც და რატომღაც ეს არავის უკვირს, ხოლო თუ საქართველოს ხელისუფლება მოიქცევა ასე, მაშინვე დაესევიან დასაკორტნად შინაური თუ გარეული ყვავ-ყორნები.
თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან
ახალი ამბები

სელფი მობაილის გათამაშება: ფულადი პრიზები ₾350,000 საპრიზო ფონდიდან

15:04 10-28-2025
ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved