• რეკლამა
  • კონტაქტი
16:44, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქვე­ყა­ნა უნდა მო­ამ­ზა­დო ომის­თვის…პუ­ტი­ნი რა მა­გა­რი კა­ცია, მა­გას ვე­ნაც­ვა­ლე“ კი არ უნდა იძა­ხო“ – ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:14 05-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,061

პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა “ნი­უს­რუმ­ში“ ისაუბრა იმაზე, ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ცი­ხე­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას საფრ­თხე არ შე­ექ­მნას.

“რო­დე­საც ის შიმ­ში­ლობ­და, მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ერთ ნა­წილ­ზე მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ერთ სულ­ზე იყ­ვნენ გარ­დაც­ვლი­ლი­ყო, რათა რა­ღაც მუხ­ტი გა­ჩე­ნი­ლი­ყო და რე­ვო­ლუ­ცია მო­ე­წყოთ. მე­ო­რე მხრივ, მრჩე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის ნა­წილს ერთი სურ­ვი­ლი ჰქონ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხით პრობ­ლე­მა “სტა­ლი­ნუ­რად“ მო­ე­შო­რე­ბი­ნა – არის ადა­მი­ა­ნი, არის პრობ­ლე­მა, არ არის ადა­მი­ა­ნი, არ არის პრობ­ლე­მა. მე არ­ცერთ ჯგუფს მი­ვე­კუთ­ვნე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში იყოს ჯან­მრთე­ლი. გული იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ვინც არ უნდა იყოს, ყვე­ლა უყუ­რებს თა­ვი­სი გა­და­სა­ხე­დი­დან, პარ­ტი­უ­ლი ჭუჭ­რუ­ტა­ნი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო იმიჯ­ზე არა­ვინ ფიქ­რობს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბით რომ ზის, ეს აზი­ა­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იმიჯს. ამას ასე უნდა შევ­ხე­დოთ, რომ ვართ სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც კლავს ცი­ხე­ში ყო­ფილ პრე­ზი­დენტს. რად გვინ­და ეს? არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ ადა­მი­ან­თა ჯგუფს, რო­მელ­საც მი­აჩ­ნია, რომ ის პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია და ტყვედ არის აყ­ვა­ნი­ლი. მი­მაჩ­ნია, რომ კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, რო­მელ­ზეც პა­სუ­ხი უნდა აგოს. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­იც­ვლე­ბა, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვი­საც და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, პა­სუ­ხი უნდა აგონ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა არ არის ინ­დულ­გენ­ცია“, – გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ალეკო ელი­საშ­ვილ­მა  აღ­ნიშ­ნა, რომ ცი­ხე­ში მყო­ფი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია არამ­ხო­ლოდ თა­ვად პა­ტი­მა­რი, არა­მედ სა­ხელ­მწი­ფოც.

“ვი­ღა­ცე­ბი ახლა ძა­ლი­ან იფხა­ნენ გულს იმით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ცი­ხე­ში ჰყავთ. ეს ახა­სი­ა­თებს იმ ხალ­ხს, ვინც დი­დად არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლით – სა­დღაც ჩუ­მად იყ­ვნენ და შე­იძ­ლე­ბა ტაშს უკ­რავ­დნენ. შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე მაღ­ლა თუ არ და­დე­ქი, არც კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ და შე­სა­ბა­მი­სად არც კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი. ცი­ხე­შია, მეტი რაღა გინ­და?“, – აღ­ნიშ­ნა ელი­საშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, პარ­ტია “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე ისა­უბ­რა. ელი­საშ­ვი­ლის თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი მზად­ყოფ­ნა­ში იყოს.

“რე­ა­ლუ­რად, დღეს ახლა რაზე უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ – სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის ობი­ექ­ტე­ბი რამ­დე­ნად მზად­ყოფ­ნა­შია ქვე­ყა­ნა­ში? მეტ­რო მხო­ლოდ თბი­ლის­შია, სხვა­გან არ­სად არის. და­ნარ­ჩე­ნი თავ­შე­საფ­რე­ბი სად არის? სა­ჰა­ე­რო გან­გა­შის შემ­თხვე­ვა­ში, გვაქვს სი­რე­ნე­ბი? მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის გეგ­მა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას? ახლა ამა­ზე უნდა ვსა­უბ­რობ­დეთ. ია­რა­ღის ფლო­ბა უნდა ვის­წავ­ლოთ, მისი შე­ნახ­ვის უფ­ლე­ბა უნდა გვქონ­დეს, რად­გან საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში გვი­ა­ნია იდაყ­ვზე კბე­ნა. ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვა უნდა გვქონ­დეს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი – ხომ ვხე­დავთ, რომ ეს სის­ტე­მა ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ობს? კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ არ ეს­ხმი­ან თავს ისეთ ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად არის მზად. ვის მო­უ­ვა ჭკუ­ა­ში, რომ აშშ-ს, შვე­ი­ცა­რი­ას ან ფი­ნეთს თავს და­ეს­ხას? ფი­ნე­თი ჩვენ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა არის, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რიც აქვს, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბიც აქვთ, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა აქვთ და ყვე­ლა­ზე მა­გა­რი სნა­ი­პე­რე­ბი ჰყავთ. ქვე­ყა­ნა არის არა­ნორ­მა­ლუ­რად მზად თავ­დაც­ვის­თვის, ამი­ტომ რუ­სე­თიც კი, რო­მე­ლიც თავს ყვე­ლას ეს­ხმის, ვერ გა­ბე­დავს, რომ თავს და­ეს­ხას ფი­ნეთს. თუ გინ­და, რომ თავს არ და­გეს­ხან, “პუ­ტი­ნი რა მა­გა­რი კა­ცია, მა­გას ვე­ნაც­ვა­ლე“ კი არ უნდა იძა­ხო და მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ანს კი არ უნდა მო­ა­წო­ნო თავი, ქვე­ყა­ნა უნდა მო­ამ­ზა­დო ომის­თვის და როცა მზად ხარ, შე­გიძ­ლია მშვი­დად იყო“

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved