• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში გაჩნდა ახალი მიმართულება „უნიტაზელები“ – გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
22:05 04-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
561

ჟურნალისტი, გია გაბრიჭიძე:

“ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ საქართველოში გაჩნდა და საკმაო წარმატებითაც არსებობს ხელოვნების ახალი მიმართულება „უნიტაზელები“, რომლებსაც სურთ ადგილი დაიმკვიდრონ როგორც ლიტერატურაში, ასევე ხელოვნების სხვა სფეროებშიც.
მათ „მოღვაწეობას“ „წარმატებული“ ვუწოდე, მაგრამ აუცილებლად უნდა განვმარტო, რომ ეს სიტყვა ნამდვილად არ შეეხება შემოქმედებით აღმაფრენას, ან რაიმე ისეთი ღირებულის შექმნას, რომელიც შემდეგ ხალხის გულებში სამუდამოდ რჩება.
ამ შემთხვევაში „წარმატების“ მაჩვენებელი მხოლოდ იმ ჟჟჟუურრრნალისტების სიუჟეტებია, რომლებსაც არამც თუ წაკითხული, ან ნანახი აქვთ მათი „შემოქმედება“, არამედ ყდისთვის ან აფიშისთვის თვალიც არა აქვთ მოკრული.
ის რომ ხელოვნებაში რაიმე ღირებული დატოვო, უმთავრესი ნიჭია. ნიჭი და არა რაიმე ხრიკი, რადგანაც ნებისმიერი მაღვალაკობა ხელის გულზე დევს და ხალხი ამას კარგად ხედავს.
„უნიტაზელებმა“ თავიანთი „შემოქმედების“ დასამკვიდრებლად ძალიან კარგად გამოიყენეს დამახინჯებული ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი ძარღვი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების “ აგრესიული ფორმა და მისი დამკვიდრების მარტივი გზა – ცენზურა.
ცენზურა, რომელიც ბოლშევიკურ, თუ ფაშისტურ ცენზურაზე უფრო საზიზღარი და საშიშია.
ამ თემებზე მალე სტატიას გამოვაქვეყნებ და ამიტომ ვრცლად არ შევეხები. ახლა კი მინდა უბრალოდ გამოვეხმაურო იმ ბოროტ აგრესიას, რომელიც ნიჭისგან დაცლილი სიძულვილის ნაყოფია და ვინმე ლაშა ბუღაძე თვითდამკვიდრების მიზნით გამუდმებით აფრქვევს.
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ბოლო ოპუსიდან, რომელიც გამოაქვეყნა:
„“ჯარისკაცის მამა”: მართალია, საყვარელი, მაგრამ ადამიანსა და რაღაცნაირ მოცხოველო ქვეადამიანს შორის გაჩხერილი არსება… (ამ შემთხვევაში სოციალურ ფსიქოტიპაჟებს ვგულიხსმობ და არა მსახიობთა მიერ შექმნილ ტიპაჟებს)“.
„საბჭოთა დროს ეს ეგზოტიკურ-პრეზენტაციული მაჩოიზმი შესაძლოა მონობის “ფროიდულ” კომპენსაციადაც კი მიჩნეულიყო – ისტორიულად რუსებმა “გვიხმარეს”, ქართველი კაცები კი 37 მანეთიანი გასტროლების დროს “ხმარობდნენ” რუს ქალებს (განზრახ ვწერ ამ საზიზღარ სიტყვას, ისტორიული მარაზმის საილუსტრაციოდ), და ცხადია სტალინის ქართველობით სიამაყეც ისტორიულად “ნახმარ” ქართველთა კომპენსაციად უნდა ჩავთვალოთ, რომელიც მავანთათვის დღემდე ასრულებს ვადაგასული ვიაგრას ფუნქციას…“
კარგია, რომ ფროიდი ახსენა.
მე წაკითხული მაქვს მისი „ნაწარმოებები“, რომლებიც მართალია კარგი ენით არის დაწერილი, მაგრამ სწორედ ფროიდის გადმოსახედიდან თუ დავაკვირდებით, აშკარად აჩვენებს ავტორის სექსუალურ დაუკმაყოფილებლობას. მის „ბოლო ზარში“ აშკარად ჩანს კომპლექსი, რომელიც თინეიჯერული პერიოდიდან ჩაუჯდა ქვეცნობიერში და სხვადასხვა ფორმით გამომჟღავნდა „პირველ რუსში“ და აკაკი წერეთელის სასამართლო პროცესში (სათაური აღარ მახსოვს).
მოკლედ რომ ვთქვა „უნიტაზელები“ სწორედაც რომ ფროიდის პაციენტები არიან და თავიანთ უნიჭობას პორნოგრაფიით ნიღბავენ. ნიღბავენ, რადგანაც ჰგონიათ, რომ თუ რაიმე მსგავს სიუჟეტებს შემოგვთავაზებენ, მომხმარებელი ეყოლებათ.
ეს კი სრული აბსურდია, რადგანაც ეროტიული ნაწარმოების შექმნას უდიდესი ნიჭისჭირდება და არა რაიმე შიშხათიანი სიტყვების გამოყენება.
ბოლოში კი მინდა ვთქვა, რომ „უნიტაზელების“ „გაპიარება“ უპირველეს ყოვლისა იმის ბრალია, რომ არ არსებობს ჯანსაღი, ნორმალური კრიტიკა. არ არსებობს არც ბეჭდური გამოცემა და არც სატელევიზიო გადაცემა, სადაც მოხდება ნაწარმოებების განხილვა და შავზე შავის, ხოლო თეთრზე თეთრის დარქმევა.”

“მიმინო”: ამაყი და კეთილი დეგენერატი… ან “ჯარისკაცის მამა”: საყვარელი, მაგრამ ადამიანსა და მოცხოველო ქვეადამიანს შორის გაჩხერილი არსება…” – ლაშა ბუღაძე კლიშეებზე

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved