• რეკლამა
  • კონტაქტი
16:36, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება” – გია გაჩეჩილაძე

ალია ავტორი - ალია
15:26 04-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
450

საზოგადოებრივი მოძრაობა „აი ია“-ს დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტთან გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებრივი ინიციატივა „არ აგარევინებთ!“ დააანონსა.

მისი თქმით, ეს იქნება ინიციატივა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, ომისა და ომის გამჩაღებლების წინააღმდეგ, რადგან მშვიდობისთვის ბრძოლა დღეს არის ქვეყნის განვითარების უპირველესი პირობა.

„კეთილგონიერება, ზომიერება და პრაგმატიზმი – აი რა გვჭირდება დღეს და არა ფსევდო პატრიოტიზმით გაჯერებული ხმამაღალი განცხადებები! მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ორკესტრირებული მოქმედებების მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ქვეყნის ომის პოლიგონად გადაქცევა, აშკარაა, რომ იწყება რევოლუციური სცენარების ამუშავება, რაზეც მეტყველებს ბაკურიანში თანამედროვე რევკომის შეკრება.

გვინდა, ყველას გასაგონად ვთქვათ, რომ ქვეყანას არ აგარევინებთ! ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის მშვიდობის და სტაბილურობის გზიდან გადახვევას. ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა ცხადია ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ასევე, ხელისუფლების მოვალეობაა ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გასცეს ყველას, ვინც ყველანაირი დაწერილი თუ დაუწერელი კანონის დარღვევით ცდილობს ქვეყნის არევას იქნება ეს – დესტრუქციული ოპოზიცია, ომში მოპარული ფულით დაფინანსებული ე.წ. მედიები თუ სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები (პროვოკატორები). სახეზეა, რომ ეს გაკოტრებული და გამარგინალებული ძალები, უკრაინის ტრაგედიასაც კი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და მხოლოდ არეულობაში ხედავენ რევანშის განხორციელების შანსს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ძალების ზღვარგადასული დესტრუქცია, რაც უკვე წლებია არყევს ქვეყანას და მუდმივ ტურბულენციაში გვაცხოვრებს! ჩვენ გვაქვს კითხვები ხელისუფლებასთან: რატომ არ ხდება ქვეყანაში ცილისწამების ნიაღვრის და ბულინგის აღკვეთა ევროპული ცივილიზებული კანონმდებლობით, ეს ხომ დესტრუქციის და არევის მთავარი იარაღებია დღეს; რატომ აძლევენ საქართველოში შემოსვლის უფლებას გავრილოვს, აკერმანს თუ პროვოკაციის გამომწვევ სხვა პირებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ჩვენს ქვეყანას და მის სუვერენიტეტს.

ჩვენ გვაქვს კითხვები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩთან ქალბატონ კელი დეგნანთან; იცის თუ არა მან ბატონი პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ და როგორც ჩვენი მეგობარი, რას ეტყვის ქართულ საზოგადოებას აღნიშნულთან დაკავშირებით?

ვრჩებით რა ქართველი ხალხის ისტორიული ევროპული არჩევანის ერთგულები და სოლიდარულები ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხისადმი, მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისა და გაერთიანებისთვის ქვეყნის არევის წინააღმდეგ, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რათა ქვეყნის შიდა თუ გარე დესტრუქციულ ძალებს არ მივცეთ საქართველოს ომის პოლიგონად გადაქცევისა და რევოლუციური სცენარებით ქვეყნის არევის საშუალება“- აცხადებს  გია გაჩეჩილაძე.

თეგები: გია გაჩეჩილაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved