რეჟისორი, გუჯა ბიძია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს 1989 წლის 9 აპრილს გადაღებულ ფოტოს და წერს:
“9 აპრილს, იმ ბიჭისთვის, ჯოხს რომ ურტყამდა ტანკს, ვინმეს რომ ეთქვა, რას აკეთებ, ჯოხით გინდა ტანკი შეაჩეროო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა პასუხს მიიღებდა?
და იმ გოგოსთვის?
დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცესო, რომ მღეროდა, რომ ეთქვა ვინმეს, სიმღერით გინდა ტანკი უკან გააბრუნოო?
ხომ წარმოუდგენელია?
და დღეს?
ასიდან 99 იძახით, დათვი რომ მოგერევა ბაბაია დაუძახეო, ხო?
თქვენი არ ვიცი, და დროის მანქანა რომ მქონდეს 33 წლის წინანდელ საქართველოში გადავსახლდებოდი.”
კომენტარები