• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს მთავრობასთან უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება… ცდილობს, ორ სკამზე ერთდროულად იჯდეს” – პავილიონი

ალია ავტორი - ალია
17:55 03-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
475

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონი, მთავარ არხთან საუბრისას, ამბობს:

 

“რა თქმა უნდა, უკრაინელები ხედავენ, რომ ქართველი ხალხი მათ მხარესაა, ისევე როგორც ლიეტუველები, მაგრამ ქვეყნის ოფიციალური პოზიციაც ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ორ სკამზე ერთდროულად იჯდეს, ანუ თან რუსეთს ასიამოვნოს და თან ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, ახლა უკრაინელები საკუთარი სისხლით იხდიან ამის საფასურს. სიგნალი ევროპარლამენტიდან ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანაა, დავარწმუნოთ ჩვენი ჩრდილოელი დები და ძმები, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭრედნენ ამ საკითხში ყოველთვის, ასევე ესპანელები დ აპორტუგალიელები, რომ მიიღონ ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება და ევროკავშირის კარი გაუღონ ამ ქვეყანას, რომლის მოქალაქეები იღუპებიან ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის.

იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც ამას არ გააკეთებენ, ასევე იქნებიან პასუხისმგებელნი ამ ხალხის ბედზე. ჩვენ უნდა გავაუქმოთ ეს ნაცრისფერი ზონები და მკვეთრი დამოკიდებულება უნდა გვქონdეს უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებთან და გვჭირდება მკვეთრი პოზიცია თქვენგან, თუ რომელ მხარეს დგახართ. უკრაინის შემთხვევაში ეს სავსებით ნათელია, საქართველოს შემთხვევაში კი ეჭვებს იწვევს.

პუტინი ყოველთვის ეცდება, რომ მეზობელ ქვეყანაში საზოგადოება დაყოს. თუ ქვეყანა შიგნით დაყოფილია და მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში სვამს ან ოპოზიცია დემონიზებულია, ეს ძალიან ცუდი სიგნალია ევროკავშირისა და ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, როდესაც ერთი კანდიდატი ქვეყანა ვერ ბედავს სოლიდარობის გამოხატვას მეორე კანდიდატი ქვეყნისთვის, როგორც ამას დღეს საქართველო აკეთებს უცნაური მიზეზების გამო, მაშინ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება, რადგან ევროკავშირი პირველ რიგში სოლიდარობის კლუბია. ამიტომ, თუ არ შეგიძლიათ ეს სოლიდარობა, გამოდის, რომ კიდევ ერთი უნგრეთი იქნებით და ეს არავის სჭირდება.

საქართველოს მთავრობამ უნდა გადააფასოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხზე – მაგალითად, დემოკრატიის შესახებ საკუთარ ქვეყანაში, ევროკავშირის საგზაო რუკის შესახებ, რომელზეც უარი თქვეს გასულ წელს, თუ “ქართული ოცნება” ისევ გააგრძელებს მოქცევას, თითქოს არაფერი ხდება, ეს ცვლილებები საქართველოს ყველა ოცნებას დაასამარებს. იმიტომ რომ თუ უკრაინა ამ ომს წააგებს, თბილისთან რუსული ტანკები ძალიან ახლოს დგას.

თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და მერე “ქართული ოცნების” წევრებს ძალიან გაუჭირდებათ უკრაინელებისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის თვალებში შეხედვა, იქნება ეს ლიეტუვა, ამერიკა თუ სხვა ქვეყანა. დღეს მე ახალ ზელანდიასაც კი ვესაუბრე, რომელიც ავსტრალიასთან ერთად დგას უკრაინის გვერდით. მხოლოდ ხუთი ქვეყანა უჭერს მხარს რუსეთს და დასავლეთის არც ერთ ქვეყანას არ სურს მათთან ერთად ყავის დალევა. ასე რომ, ეს არის ლაკმუსის ტესტის დღეები, როდესაც უნდა გაირკვეს, ვინ ხარ სინამდვილეში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა გაიღვიძებს.”

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილიჟიგიმანტან პავილიონისირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved