• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დიდი შვიდეულის წევრების განცხადება – “ამ ყველაფერში დამნაშავები არიან ლუკაშენკოს და პუტინის რეჟიმები’

ალია ავტორი - ალია
02:39 03-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანი განცხადება გაავრცელა:

“დიდი შვიდეულის ლიდერები კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ აგრესიას უკრაინის მიმართ, რომელშიც ჩართულია ბელარუსის მთავრობაც. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმა, რომელმაც ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და გაანადგურა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიიდან. ამ აგრესიით, პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთი სრულ იზოლაციაში მოაქცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამაც დაგმო რუსეთის აგრესია და მათაც უპირობოდ მოსთხოვეს რუსეთს,  გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და თანადგომას გამოვხატავთ ამ ომისგან დაზარალებულებისა და მათი ოჯახების მიმართ. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მათი არჩეული მთავრობისა და გმირი ხალხისადმი. რუსეთს კი მოვუწოდებთ, რომ პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანების უფლებებს. აუცილებელია, რომ  უკრაინის და გაეროს ჰუმანიტარულ სააგენტოებს და სამედიცინო პერსონალს უსაფრთხოდ მიეცეთ ჰუმანიტარული დახმარებების მიწოდებისა და შესაბამისი საჭიროებების მქონე პირებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა.

რუსეთს მოვუწოდებთ, რომ შეწყვიტოს თავდასხმა, განსაკუთრებით კი ატომური ელექტროსადგურების მიმართულებით. მასზე იერიშის მიტანა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევაა. მხარს ვუჭერთ ინიციატივას, რომ რუსეთი და უკრაინა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე შეთანხმდნენ.

ადგილი აქვს სამხედრო დანაშაულებს, მშვიდობიანი ადამიანების მიმართ იარაღის გამოყენებას. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იყოს, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს  მიერ. რუსეთის ქმედებები არ დარჩება პასუხგაუცემელი. აგრეთვე, გავაგრძელებთ მათთვის სანქციების ახალი პაკეტების შემოღებას. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლები პუტინი, მისი მთავრობა, მხარდამჭერები და ლუკაშენკოს რეჟიმი არიან.

ვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

 

განცხადების თარგმანს “ტაბულა” ავრცელებს

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved