• რეკლამა
  • კონტაქტი
21:51, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან! – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
19:04 03-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116

დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი რუსეთთან! – ამ მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

“ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფაშისტური სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთი მოექცა მსოფლიო იზოლაციისა და სანქციების ქვეშ, რაც გახდა მოტივი უამრავი რუსისთვის დატოვოს საკუთარი ქვეყანა და თავი შეაფაროს სხვა სახელმწიფოებს. გაჩნდა ტელეგრამში უამრავი ჯგუფი, სადაც რუსეთის მოქალაქეები აქტიურად განიხილავენ საქართველოში მოხვედრის გზებს და ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას საქართველოში ცხოვრებასთან დაკავშირებით.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ათი ათასობით რუსი ოჯახი ჩამოვა და დასახლდება ჩვენთან.

აღნიშნული პროგნოზი ბევრ საფრთხეს შეიცავს, თუმცა გამოვყოფ ერთს (ამჟამად ყველაზე აქტუალურს): ჩვენ არაერთხელ გვინახავს პუტინის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იმ მოტივით, რომ მის “სამშვიდობო” ჯარებს უნდა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე “იჩაგრებოდნენ”. თუნდაც მხოლოდ ამ პრაქტიკის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო რუსების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით (გვერდზე გადავდოთ სხვა მორალური თუ ეკონომიკური ნიუანსები).

ამიტომ, საქართველოში შემოსასვლელად ვითხოვთ რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდეთ სპეციალური (დროებითი) სავიზო რეჟიმი. ვიზა მიეცეთ რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან პუტინის დიქტატორული რეჟიმის მიერ და რომელთა სიცოცხლე/ჯანმრთელობა რისკის ქვეშ იმყოფება მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნით. აგრეთვე, ყველა მათგანმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ აღიარებს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ვლადიმერ პუტინის ფაშისტურ სამხედრო მოქმედებებს! ასეთი სპეციალური სავიზო რეჟიმი უნდა იქნეს შენარჩუნებული მინიმუმ საომარი ვითარების დასრულებამდე და მსოფლიო წესრიგის აღდგენამდე.” – ვკითხულობთ პეტიციაში

თეგები: კრემლიოკუპაციაპეტიციაპუტინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved