ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია “ტვ პირველთან” ამბობს:
“რაც შეეხება ელჩის გაწვევას – უნდა გვესმოდეს, დარწმუნებული ვარ, ეს მოხდა ამიტომ – მათ აღქმაში, ის რაც ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, ეს ნიშნავდა გვერდულად აგრესორის მხარდაჭერას. ბრძოლაში მყოფ ხალხთან, მათ პრეზიდენტთან რომ ვერ გამონახავ შესაძლებლობას აუხსნა, რატომ არ შეგიძლია სანქციებს მიუერთდე – ეს სადღაც სიშტერეა, სადღაც მიზანმიმართული პოლიტიკა. აი, როგორი გონიერი პოლიტიკა გაატარა აზერბაიჯანმა. მათ მკაფიოდ ესმით, რას ნიშნავს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, თორემ, სანქციებს არ შეერთებიან.”
კომენტარები