• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არაკომპეტენტური, ღირსებადაკარგული, მხდალი, სიშტერე… – ფატალური შეცდომაა” – როგორ აფასებს გახარია მთავრობის განცხადებებს

ალია ავტორი - ალია
21:55 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია “ტვ პირველთან” ამბობს:

“ერთმნიშვნელოვნად მინდა ავღნიშნო, დღეს რაც ხდება, ეს არის მსოფლიო წესრიგის ცვლილება…

არავინ ამბობს, პირიქით, ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს ფრთხილი, პრაგმატული,. ამ პოლიტიკის ცენტრში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ვერავინ უნდა შესძლოს რომ საქართველო ომში ჩაითრიოს – ამაზე ყველა ვთანხმდებით.

რას ვიღებთ და რატომ? – არაკომპეტენტური და ღირსებადაკარგული ხელისუფლება გამოგვადგა.

სიმხდალეს ამართლებენ სიფრთხილით, როდესაც არავინ, არც ერთი ქვეყანა არ ითხოვდა ჩვენგან სანქციების შეერთებას, ჩვენ ხმამაღალ განცხადებებს ვაკეთებთ. არავინ ელოდა, რომ ამ სანქციებს საქართველო უარს ეტყოდა ან შეუერთდებოდა.

როცა ვსაუბრობთ სიფრთხილეზე, ქვეყნის პირველი პირი აბრალებს ომში მყოფ ქვეყანას, რომ მათ ვერ მოახერხეს ომის თავიდან აცილება. ამის შემდეგ ამბობს, ჩვენ აქ ეკონომიკაზე ვიზრუნოთ და ომი უკრაინაშიაო – ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვერ ხვდება რა ზეგავლენა ექნება უკრაინის ომს.

ბრძოლაში მყოფ ხალხთან, მათ პრეზიდენტთან რომ ვერ გამონახავ შესაძლებლობას აუხსნა, რატომ არ შეგიძლია სანქციებს მიუერთდე – ეს სადღაც სიშტერეა, სადღაც მიზანმიმართული პოლიტიკა.

პრაგმატული პოლიტიკის ნაცვლად, პირველად 30-წლიან ისტორიაში, განვითარებული, დემოკრატიული მსოფლიო არის ერთ მხარეს და ჩვენ ვართ ცალკე – ეს როგორ უნდა ავუხსნათ მომავალ თაობას? როდესაც ეს ყველაფერი “პრაგმატული” პოლიტიკით აიხსნება, ეს მოტყუებაა მოქალაქეების.

ჩვენ სამეზობლოში უმიზეზოდ, უსამართლოდ იწყება ომი და მსოფლიო კონსოლიდირებულია და ჩვენ სად ვართ? მე გეტყვით სად ვართ. ჩვენ ვართ არაკომპეტენტურობაში, მხდალობაში, იქ სადაც პოლიტიკური რესურსი აღარ არსებობს, აშკარად ნათელია როგორ აზიანებს ჩვენ მომავალს. ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ ამ გაუაზრებელი განცხადებებით. უსაფრთხოების მთავარი საყრდენი საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაა, რომელსაც დღეს ხელისუფლება ანგრევს. უნდა გვესმოდეს, ქვეყნის დაცვის საფარქვეშ, ქვეყნის უსაფრთხოება შიშვლდება. მარტივი არჩევანი გვაქვს – ან უნდა იყო განვითარებულ, თავისუფალ სამყაროსთან ან უნდა დაბრუნდე რუსულ სამჭოთა კავშირში და ეს ის საბჭოთა კავშირი არ იქნება, რომელიც ჩვენ მშობლებს ახსოვთ, ეს სულ სხვა საბჭოთა კავშირი იქნება.

ემოციები ბევრია, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს ყველამ, ვინც ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს, ჩემი შვილის მომავალზეა საუბარი. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, როცა ვიღაცა სადღაც დაკეტილ ოთახებში წყვეტს, ვის უნდა მიუერთდეს, ვის არ უნდა მიუერთდეს, შეთქმულების თეორიებზე იყო მინიშნებები… ამ ქვეყნის ეროვნული მომავალი არ განუსაზღვრავს არც გახარიას, არც ღარიბაშვილის, წინაპრების სისხლითაა მოტანილი. არავის აქვს იმის უფლება, სადღაც ოთახში გადაწყვიტოს როგორ წარმოუდგენია ქვეყნის მომავალი.

ეს არის ხელისუფლების ფატალური შეცდომა.”

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი ღარიბაშვილირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved