ყოფილი მოკრივეები, ძმები, ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოები ამბობენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვებიან თანამოქალაქეებთან ერთად.
ვიტალი კლიჩკო რამდენიმე კვირის წინ ჩაეწერა უკრაინის არმიის რეზერვში და თქვა, რომ სამშობლოს სიყვარულმა აიძულა, ასე მოქცეულიყო.
ვიტალი კლიჩკო: „მე სხვა არჩევანი არ მაქვს და ასე უნდა მოვიქცე“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ.
კიევის მერმა აღნიშნა, რომ მისი ქალაქი დიდი საფრთხის წინაშეა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უკრაინის დედაქალაქი ელექტროენერგიით, ბუნებრივი აირით და სასმელი წყლით უზრუნველყოფილი იყოს.














კომენტარები