• რეკლამა
  • კონტაქტი
08:11, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს სიგნალია” – რა დოკუმენტი უდევს პუტინს მაგიდაზე და რა სცენარზე საუბრობს უკრაინელი პოლიტოლოგი?

ალია ავტორი - ალია
19:53 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

უკრაინელმა პოლიტოლოგმა, მაქსიმ იალიმ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა:

“რუსეთის პრეზიდენტს უყვარს სიმბოლური თარიღები და ახლა უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ 8 წლისთავი აღინიშნება.

ვფიქრობ, ფსევდო რესპუბლიკების აღიარების ვარიანტი პუტინის მაგიდაზე დევს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის მიერ გერმანიის კანცლერ შოლცთან გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მინსკის შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ეს კი პუტინის მთავარი ამოცანაა, ახლა ფსევდო რესპუბლიკების აღიარება შანტაჟის ელემენტია. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტი კრემლში დევს მაგიდაზე და დარჩა მხოლოდ ხელმოწერა.

სულ რამდენიმე საათის წინ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ მოიგერიეს თავდასხმა მსხვილ ქიმიურ საწარმოზე, სადაც ბევრი ქიმიური ნარჩენი ინახება, მათ შორის საუბრობენ თითქოსდა, უკრაინელებმა ამიაკის ავზზე მიიტანეს შეტევა. ეს არის სიგნალი, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა იმ პროვოკაციულ სცენარს, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუბრობდა. მე ვიტყოდი, ეს არის ბოლო გაფრთხილება კრემლისგან. ასევე დღეს ცეცხლი გაუხსნეს წითელი ჯვრის ავტოკოლონას. გუშინ ესროდნენ საბავშვო ბაღებს და ლიცეუმს. გამოიყენეს აკრძალული შეიარაღება. ამიტომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო კორპუსების შეტევის რისკი უკიდურესად გაზრდილია. ამიტომ ყველაზე ნეგატიური სცენარი ჩემი აზრით, არის ყირიმში ფანჯრის გაჭრა. ეს იქნება მარიუპოლი, ხერსონის ოლქი, რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ყირმთან სახმელეთო მისასვლელის გარეშე ძალიან რთულია რუსეთთან კავშირის უზრუნველყოფა. ყირიმის ხიდმა ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა. რაც მთავრია კრემლს შეუძლია, თქვას, რომ ეს რუსეთის არმიას არ გაუკეთებია, ამას აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმია“

თეგები: ოკუპაციაუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

13:50 07-27-2026
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved