• რეკლამა
  • კონტაქტი
23:45, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„თეგეტასა“ და Animal Project-ის ზრუნვა მიუსაფარ კატებზე

ალია ავტორი - ალია
17:15 02-18-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,842

 

სოლოლაკში, ბეთლემის ქუჩაზე დიდი ხანია, თამამად სეირნობს ფისოჭრელი ბეწვით. რამდენიმე მეგობარიც ჰყავს და კეთილი მეზობლებიც – იტალიური ეზოს მცხოვრებნი, რომლებიც უბნის კატებს მშიერს არასოდეს ტოვებენ.ცხოველებიც უპირობო სიყვარულით პასუხობენმზრუნველ ადამიანებს დაეზოს მღრღნელებისგან თავგამოდებით იცავენ. თუმცა სოლოლაკელი ფისოების შემთხვევა გამონაკლისია. შინაური ცხოველების უმრავლესობა ქუჩაში ყოველგვარი ზრუნვისა და თავშესაფრის გარეშე ცხოვრობს.

მათ გადასარჩენად ცხოველების მოყვარული ადამიანების მცირერიცხოვანმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაცია Animal Projectდააფუძნა და მათზე ზრუნვას შეუდგა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

,,ჩვენს ქვეყანაშიკატებისა და ძაღლების პოპულაცია, ანუ მათი რაოდენობა არსად აღირიცხება, არ არსებობს არც კონტროლის მექანიზმი, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურა არასაკმარისი სიხშირით ტარდება, კატების კი – კიდევ უფრო იშვიათად.Animal Project-ისთანადამფუძნებლები მოხალისეებად ვმუშაობთ ცხოველების კეთილდღეობისა და მოვლის კულტურის ამაღლებაზე. საზოგადოების მაღალი ჩართულობა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. საერთო ძალისხმევით ბევრი ცხოველის გადარჩენაც შევძელით და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტიც განვახორციელეთ“.

ცხოველებზე ზრუნვის სურვილი გახდა მიზეზი, რის გამოც Animal Project-ის და „თეგეტა ჰოლდინგის“ გზები გადაიკვეთა. მათ ერთად გადაწყვიტეს, ზრუნვით შეცვალონ ქუჩაში მცხოვრები ფისოების ყოველდღიურობა და წამოიწყეს კამპანია, რომელიც ცხოველთა, ამჯერად კატების, უსაფრთხოების დაცვას ემსახურება.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყეთ, ეს არის კატების სტერილიზაცია-კასტრაცია. შესაძლოა,ბევრმა არც იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ცხოველების დასაცავად და გადასარჩენად. პირველ რიგში, მინიმუმამდე მცირდება სხვადასხვა მძიმე დაავადების, მათ შორის სიმსივნის, განვითარების რისკი. კატები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და შემდეგ ქუჩაში,ძირითადად ტანჯვასა და უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. ამიტომ  სტერილიზაციით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება“, – გვიყვება Animal Project-ისთანადამფუძნებელი ნათია ჩიქოვანი.

ნათია გვიხსნის, რომ სტერილიზაცია-კასტრაცია საერთაშორისო პრაქტიკაა, რომლის საშუალებითაც ყველა განვითარებული ქვეყანა აკონტროლებს კომპანიონი ცხოველების პოპულაციას. ოპერაციის შემდეგ ცხოველების პერსონალური თვისებები უცვლელი რჩება, არ უქვეითდებათ თამაშისა და კომუნიკაციის სურვილი. ასე რომ, ეს პროცედურა არანაირ გავლენას არ ახდენს მათ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.მახინჯი და საზიანო პრაქტიკაა სტერილიზაციის მაგივრად მედიკამენტის გამოყენებაც (თუნდაც ერთჯერადად) გამრავლების სურვილის პერიოდში. შესაძლოა, პრეპარატმა ცხოველისთვის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

„განვითარებულ ქვეყნებში ცხოველების სახლის პირობებში გამრავლება იკრძალება. ძაღლებსა და კატებს მხოლოდ ლიცენზირებული საშენები ამრავლებენ, ყველა წესისა და ცხოველის უფლებების დაცვით“, – გვეუბნება Animal Project-ის თანადამფუძნებელი ნათიაჩიქოვანი.

თანამშრომლობის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ფისოები ჯერ თბილისში გადაარჩიეს. კამპანიამ ქუთაისში, გორსა და ბოლნისშიც ჩააღწია. ოპერაციები ვეტერინარულ კლინიკებში, ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, პროფესიონალებმა ჩაატარეს.

ქუჩაში მცხოვრებმა ფისოებმა შესაბამისი პროცედურის შემდეგ 3-დღიანი რეაბილიტაცია გაიარეს. ნაოპერაციები კატები მეთვალყურეობისთვის დროებით მოხალისეებმა შეიფარეს.

„ზრუნვის კამპანიის ფარგლებში,Animal Project-თან ერთად, მიუსაფარი ცხოველების დასაცავად სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მხარში დავუდგეთ ადამიანებს, ვინც ზუსტად იციან ცხოველთა საჭიროებები. კასტრაცია-სტერილიზაციის თემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა და უკვე 120-ზე მეტ კატას ჩაუტარდა პროცედურა. სიამაყით მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ თანამშრომლობის შედეგად თბილისის სხვადასხვა უბანში მიუსაფარ კატებს ექნებათ სახლები, სადაც ცივ ზამთარს გაატარებენ“, – ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

Animal Project ყოველწლიურად ახორციელებს მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების ღონისძიებებს, შეძლებისდაგვარად ამარაგებს ოთხფეხა მეგობრებს საჭირო მედიკამენტებით, ქმნის მოხალისეთა ჯგუფებს და მათი ჩართულობით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციას, კასტრაციასა და ვაქცინაციას უზრუნველყოფს. შეგიძლიათ ორგანიზაციას თავადაც დაუმეგობრდეთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ზრუნვის პლატფორმა tegeta.care-ზე, სადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, მათი დახმარების მსურველებიც არიან გაერთიანებულნი.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved