მუნიციპალურ ინსპექციას ელოდება მოსახლეობა აფრიკის დასახლებაშიც, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ორხევის შემდეგ მერია მათ საცხოვრებლებსაც დაშლის.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრები გარიკ აბგანიანი ამბობს, რომ გამგებელმა გუშინ, 27 იანვარს უთხრა, რომ სახლებს დაანგრევდნენ:
“ალტერნატივას არაფერს არ გვთავაზობთ, რაღაც სისულელე, იდიოტური შემოთავაზებები აქვთ. აქ იყო სანაგვე, ესე გაჭირვებულმა ხალხმა გადავხვიტეთ აქაურობა, რომ ვასწორებდით, ტრაქტორები რომ მოგვყავდა იმას რა ვერ ხედავდნენ?! არავინ არ მოვიდა და არ გვითხრა შეეშვით, რატომ ასუფთავებთო, სახლები ავაშენეთ აქ და იმის მაგივრად, რომ შუქი და გაზი გამოგვიყვანონ და რამენაირად გვერდში დაგვიდგნენ, ასე მოდიან, გვემუქრებიან და გვინგრევენ”, – ამბობს ის.
აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექცია და სპეციალური ტექნიკა ჯერ არ გამოჩენილა. მერიამ სახლების დემონტაჟი რამდენიმე თვის წინ ამ დასახლებიდან დაიწყო. კახი კალაძემ 25 ნოემბერს თქვა, რომ მუნიციპალური მიწების მითვისებამ სისტემური ხასიათი მიიღო და თქვა, რომ “ეს უმსგავსობა დედაქალაქში უნდა დამთავრდეს”.














კომენტარები