• რეკლამა
  • კონტაქტი
21:14, შაბათი, 18 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საკმარისია, რუსეთმა აღარ მოგვყიდოს ფქვილი, 90-იანი წლები მოგვენატრება” – 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი ხორბლის პრობლემის გამო გაჩერდა

ალია ავტორი - ალია
01:46 01-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ანი დვალიშვილი, ალია

„ალიამ“ არაერთხელ დაწერა, რომ ქვეყანას მალე ხორბლისა და ზოგადად, პურის ფქვილის სერიოზული პრობლემა დაუდგებოდა. ეს იმის მიუხედავად, რომ თავად წისქვილკომბინატების ხელმძღვანელებიცა და ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, ყველაფერი რიგზეა, პრობლემა არ არსებობსო. „ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ“, – ეს განცხადება ბატონმა ლევანმა შარშან გაზაფხულზე გააკეთა, თუმცა მაშინ უკვე ვიცოდით, რომ ზაფხულისთვის რუსეთი საბაჟო გადასახადს შეცვლიდა. ზუსტად ვიცით, რომ ხელისუფლება და კერძოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სილაგავას და შესაბამისად, ამ სფეროში მოღვაწე ყველა ბიზნესმენს არწმუნებდა, რომ პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო გაღრმავდა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყური არც მაშინ შეიბერტყა, როცა 10-ზე მეტი წისქვილკომბინატი სწორედ ხორბლის პრობლემის გამო გაჩერდა.

ისე ჩანს, საბოლოოდ ყველა დარწმუნდა, რომ ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებას არ აპირებს და ხორბლის ნაცვლად, მთლიანად პურის ფქვილის ექსპორტზე გადავალთ, რაც ქვეყანაში ქატოზე ფასის მატებას აუცილებლად გამოიწვევს და ამასთან ერთად, შეუძლებელი გახდება ორთვიანი მარაგების შექმნა. ხორბლის შემთხვევაში ეს შესაძლებელი იყო, პურის ფქვილის შემთხვევაში – გამორიცხულია.

„ქვეყანა გადადის ფქვილის იმპორტზე, ხორბლის არშემოტანის ხარჯზე, რაც არის საკმაოდ საგანგაშო და საყურადღებო მდგომარეობა იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის სასურსათო მარაგები მიდის მილევისკენ. გაეროს რეკომენდაციით, იმისათვის, რომ სასურსათო უსაფრთხოება იყოს დაცული, ქვეყანას უნდა ჰქონდეს სურსათის მთლიანი მოხმარების 2 თვის მარაგი. ახლა მარაგები არის, მაგრამ იმაზე დაბალი, რაც ორი თვის უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ეს არის რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილი მემორანდუმი იმის შესახებ, რომ ჩვენ, ანუ კერძო სექტორი ვუზრუნველყოფთ სასურსათო უსაფრთხოებას და ორ თვიანი მარაგების მუდმივად არსებობას ქვეყანაში.

ვადასტურებ, რომ შევატყობინეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ ჩვენ ჩვენი ხელმოწერის გამოწვევას ვახდენთ ამ მემორანდუმიდან იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვუზრუნველყოფთ ორთვიანი მარაგების შენარჩუნებას. სახელმწიფო საქმის კურსშია, რომ ჩვენი ხელმოწერა გამოწვეულია მემორანდუმიდან და ცხადია, ფქვილის იმპორტის შემთხვევაში ეს პასუხისმგებლობა ჩვენზე არ არის“, – ეს განცხადება სილაგავამ გასულ უქმეებზე გააკეთა.

ეს ყველაფერი გასაგებ ენაზე რომ გითხრათ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვექნება მთავარი საკვები პროდუქტის, პურის ფქვილის მარაგი და საკმარისია, რუსეთმა მოინდომოს და უბრალოდ აღარ მოგვყიდოს ფქვილი, 90-იანი წლები მოგვენატრება.

ჩვენ ისიც კი ვიცით, რას ითხოვს სანაცვლოდ რუსეთი. სერგეი ლავროვმა პირდაპირ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოს დაელაპარაკეთ და აუხსენით, რომ 3+3 ფორმატს შემოუერთდეს, ეს მათთვისაც ძალიან კაარგი იქნებაო. საქართველოს ხელისუფლება კი ჯიუტად არ აპირებს ამ ფორმატში მონააწილეობის მიღებას.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამისთვის არ ეცალა, მოსახლეობას კი ფული არ ჰქონდა…” – რა საკითხებზე არ აკეთებს განცხადებებს სამინისტრო?
თეგები: ლევან დავითაშვილისოფლის მეურნეობის სამინისტროხორბალი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved