• რეკლამა
  • კონტაქტი
17:44, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ – ემანუელ მაკრონი

ალია ავტორი - ალია
13:02 01-12-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ყალბ ამბებს ავრცელებენ, პასუხი უნდა აგონ და შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშეც წარდგნენ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

დასავლური მედია წერს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აღნიშნული საკითხი მეტ მნიშვნელობას იძენს. პარიზში სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა განაცხადა, რომ დეზინფორმაცია და ყალბი ამბები დემოკრატიის საფრთხეს წარმოადგენს.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ახალმა კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ინტერნეტ პლატფორმებმა და გავლენიანმა ადამიანებმა, ისევე როგორც ჟურნალისტებმა პასუხი აგონ ყალბი ამბების გავრცელებისთვის.

„იგივე უნდა იყოს უცხოური მედიისთვისაც, რომლებსაც უფლება აქვთ, საფრანგეთის ტერიტორიაზე გაავრცელონ ახალი ამბები“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლური დემოკრატიები ამჟამად არ არიან საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ „გარე ავტორიტარული რეჟიმების მიერ დაფინანსებულ პროპაგანდისტულ მოთამაშეებს, რომლებიც არ შეესაბამება ანგარიშვალდებულების პროცედურებსა და ჟურნალისტურ ეთიკას“.

საფრანგეთში პრესის თავისუფლება 1881 წლის კანონით განისაზღვრა, თუმცა ასევე დაინერგა წესები ცილისწამებისა და სიძულვილს ენის წინააღმდეგ. საფრანგეთის მთავრობამ უცხოურ დეზინფორმაციასთან და ყალბ ამბებთან საბრძოლველად გასულ წელს სააგენტო შექმნა.

1 tv.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved