ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი “რადიო თავისუფლებასთან” ამბობს:
“პანდემიის დასასრულის წამმზომი ჩართულია. ეჭვგარეშეა, რომ 2022 წელი კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი იქნება.
თუმცა, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბარი, უსაფრთხოების რეგულაციების შესრულება, იქნება ეს პირბადის მოხმარება თუ დისტანციის დაცვა, ვერც 2022-ში დაგვტოვებს.
2022 წლის მიწურულს, ყველას, ვინც კოვიდით სიკვდილს გადაურჩება, ექნება იმუნიტეტი – ან ბუნებრივი, ან ხელოვნური, ვაქცინაციის გზით მიღებული.”
კომენტარები