• რეკლამა
  • კონტაქტი
14:24, ოთხშაბათი, 18 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაისტუმრა, თუ არა, ივანიშვილმა ზურაბიშვილის “ვალი”?

ალია ავტორი - ალია
18:54 01-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

2019 წელს, საზოგადოებამ პირველად “ალიასგან” გაიგო: რა ვალი გაუსტუმრა ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს, წყარო, რომელსაც ინკოგნიტოდ სურს დარჩენა, მოგვითხრობდა იმ ნამდვილი მიზეზის შესახებ, რის გამოც სალომე ზურაბიშვილი გახდა ჯერ ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი და შემდეგ, ივანიშვილმა რატომ გააკეთა ყველაფერი, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო. როგორც ჩანს, ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილისგან მართლაც ძალიან იყო დავალებული, მაგრამ, თვლის კი, სალომე ზურაბიშვილი, რომ ივანიშვილმა მისი ვალი გადაიხადა? თუ ისევ ვალშია ოლოგარქი მასთან?

თუმცა, მანამდე, იგივე წყაროს მიერ მოწოდებულ კიდევ ერთ ინფორმაციასაც შეგახსენებთ:

„ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი სხვა და სხვა ფონდებიდან აფინანსებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, საჭირო დროს აძლევს ნაღდ ფულსაც, იყო ხელისუფლების არაფორმალური მრჩეველი. რჩევებს აძლევდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, გიგა ბოკერიას და „ნაცმოძრაობის“ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს. თუმცა, 2005 წლის აგვისტოში, ივანიშვილი ოფიციალურად გახდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი. პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ივანიშვილი დაინიშნა პრეზიდენტის მრჩევლად, ოღონდ, მას ხელფასი არ დაენიშნა. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ხელფასიანი მრჩევლად დანიშვნის შემთხვევაში, ივანიშვილს მოუწევდა ქონებრივი დეკლარაციის შევსება და მისი მრჩეველობაც გაცხადდებოდა. სააკაშვილის ოფიციალური მრჩევლობა თავად ივანიშვილმა მოითხოვა. მან მიშას განუცხადა, რომ ოფიციალური სტატუსი სჭირდებოდა. შესაძლოა, ივანიშვილმა ეს იმისთვის გააკეთა, რომ ინფორმაციაზე წვდომა ჰქონოდა, განსაკუთრებით, სახელისუფლებო პროექტებზე მისი ფულის ხარჯების დეტალების შესახებ. არ ვიცი, არსებობს თუ არა ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელს სააკაშვილი აწერს და ივანიშვილს პრეზიდენტის უშტატო მრჩევლად ნიშნავს. ეჭვი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი სააკაშვილს აქვს და თუ დასჭირდა, გამოაჩენს მას. მოკლედ, ივანიშვილი რეალურად, ოფიციალურად იყო „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების ნაწილი“, – უთხრა წყარომ „ალიას“.

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ გადაჰყვა თან სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჯერ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი გახადა, შემდეგ, ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტი. წყარო აცხადებს, რომ ჯერ დეპუტატის მანდატი, შემდეგ კი პრეზიდენტის პოსტი, სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისთვის გაწეული სამსახურის გამო მიიღო, მათ შორის შედგა გარიგება და იმიტომ იკადრეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“, რომ ზურაბიშვილი გაეპრეზიდენტებინათ.

„გახსოვთ არც თუ დიდი ხნის წინ აგორებული სკანდალი, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰყავდა პირველი მეუღლე, რუსი ინგა პავლოვა, რომელთანაც ივანიშვილმა პარიზში იქორწინა. პარიზის მერიის არქივიდან გამოთხოვილ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ინგა პავლოვას ქორწინება ნამდვილად შედგა. ამავე ცნობაში წერია, რომ თანაცხოვრების შემდეგ პავლოვამ და ივანიშვილმა განქორწინება ერთობლივად გადაწყვიტეს. ინგა პავლოვას მტკიცებით, სწორედ ეს დოკუმენტია გაყალბებული და ივანიშვილმა განქორწინება ისე გააფორმა, რომ მისმა კანონიერმა მეუღლემ ამის შესახებ არაფერი იცოდა. დოკუმენტის ფაბრიკაციის მიზანი კი ერთადერთი იყო – ივანიშვილს არ მიეცა პავლოვასთვის ფრანგული კანონმდებლობით გათვალისწინებული ქონების წილი. 2015 წელს საფრანგეთის რესპუბლიკის პროკურორის სახელზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარი ინგა პავლოვას ადვოკატმა შეიტანა. თუ ამ საქმეს ობიექტურად გამოიძიებენ, ეს კარგს არაფერს უქადის ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ინგა პავლოვას ინტერესებს ფრანგი ადვოკატი იცავს. პავლოვა ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ინტერნეტით გაავრცელა, ვრცლად ყვება, თუ რას ედავება ბიძინა ივანიშვილს. საფრანგეთის გარდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პავლოვამ საჩივრით რუს სამართალდაცავებსაც მიმართა. მისი მტკიცებით, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ყოფილი მეუღლის სახელზე რუსეთში 1994 წელს კომპანია “ფაქტორეალი” დააფუძნა, რომელსაც 2006 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ფლობდა. პავლოვას სახელით კი დოკუმენტაცია ისე ფორმდებოდა, რომ მან არც კი იცოდა, მის სახელზე რუსეთში კომპანია რომ იყო რეგისტრირებული. თუ ინგა პავლოვა პარიზის სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ის ნამდვილად ივანიშვილის ცოლი იყო და განქორწინების თანხმობა არ მიუცია, მაშინ ივანიშვილს ყოფილი ცოლისთვის დიდი ფულის გადახდა მოუწევს. ლაპარაკია, მილიარდ დოლარზე და მეტზეც.

ასევე, დოკუმენტის გამყალბებლებს სერიოზული სასჯელი ელით ფრანგული კანონმდებლობის თანახმად. მაქვს ინფორმაცია და ამის შესახებ საუბრობენ ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაერია ამ საქმეში, ინგა პავლოვასთან და ფრანგ სამართალდამცავებთან „დაულაგა“ ურთიერთობა. ზუსტად არ ვიცი, ინგა პავლოვას რაღაც ფული გადაუხადა თუ არა ივანიშვილმა, მაგრამ ვიცი, ის ამ საქმის გამო რომ აღარ ნერვიულიობს და პავლოვაც გაჩუმდა. ამბობენ, რომ პავლოვამ გამოიტანა საჩივარი პროკურატურიდან და აღარ უჩივის ივანიშვილს. როგორ შეძლო ის სალომე ზურაბიშვილმა, რაც ივანიშვილმა ვერ მოახერსხა, თუ ეს მართლა ასეა? მე არ მიკვირს. სალომე ზურაბიშვილი ბევრს მართლა დიპლომატი ჰგონია. რეალურად, ის არის საფრანგეთის დაზვერვის აგენტი, რომელიც დიპლომატის საფარქვეშ მუშაობდა საფრანგეთის სხვა და სხვა საელჩოებში. ბოლოს საბჭოთა კავშირთან ბრძოლა რომ ევალებოდა, იმ დეპარტამენტის თანამშრომელი იყო და საგანგებო დავალებებს ასრულებდა. ცხადია, სერიოზული გავლენა ჰქონდა საფრანგეთის ხელისუფლების ყველა დონეზე, ჰყავდა გავლენიანი მეგობრები და ნაცნობები. ჩემი ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი 2014 წელს, 62 წლის ასაკში გავიდა პენსიაში და ის საფრანგეთის დაზვერვამ დიდი ზარ–ზეიმით გააცილა. საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც უცხო ქვეყნის ჯერ აგენტი, შემდეგ, სპეც–აგენტი იყო. საქართველოს დაზვერვის მოქმედი სპეც–აგენტის რანგში, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მერე გვიკვირს და გაოცებულები ვკითხულობთ, რა გვჭირს, სახელმწიფო რატომ ვერ ავაშენთო?“ – განუცხადა „ალიას“ წყარომ.

ლევან ჯავახიშვილი, 2019 წ. ალია №47

“ქოცებო ეს არის თქვენი უმწიკლო მამა-მარჩენალის ოფიციალური დოკუმენტი პარიზის მერიიდან” – ნუგზარ სულაშვილი
თეგები: ბიძინა ივანიშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved