• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტის ბიურომ ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით „ლელოს“ საკანონმდებლო პაკეტი ალტერნატიული პროექტის სახით არ დაარეგისტრირა

ალია ავტორი - ალია
14:39 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

პარლამენტის ბიუროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ალტერნატიული კანონპროექტი წარედგინა, თუმცა მმართველმა გუნდმა მის რეგისტრაციაზე უარი თქვა.

მმართველი პარტიის არგუმენტი ისაა, რომ “ლელოს”მიერ წარდგენილი პროექტი უმრავლესობის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული.

“ქართული ოცნების“ ძირითადი არგუმენტი არის ის, რომ “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივა თავისი შინაარსით მმართველი გუნდის პროექტის ალტერნატიული პროექტი არ არის და ის მხოლოდ ცალკე ინიციატივის სახით შეიძლება იყოს რეგისტრირებული და განხილული. მათივე შეფასებით, ოპოზიცია ალტერნატიულ პროექტს პროცედურული ბრძოლისთვის იყენებს.

“პროცედურის მიხედვით ბიუროს სხდომა გუშინ უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური დემარში მოხდა. დასამალი არც არის და ამას თავისი საფუძველი გააჩნდა. ამიტომ საკითხი, როგორც ალტერნატიული წინადადება და ინიციატივა, პროცედურის მიხედვით, დარეგისტრირებული ვერ იქნება. როდესაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური დემარში მოხდა, საფუძველი იყო ის, რომ ალტერნატიული პროექტის წარმოდგენა ჭეშმარიტების დადგენას არ ემსახურება და ხელს შეუშლიდა პროცესს“, – განაცხადა ბიუროს სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ცნობისათვის, შეგახსენებთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებენ. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved