ტვ პირველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის შეცვლის მიზეზად ნინო გოგორიშვილის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა დასახელდა.
გორის სახმედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მესამე პრეზიდენტს მკურნალი ექიმი შეუცვალეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გაასაჯაროა, სადაც მედიკოსი ადასტურებდა, რომ პაციენტის მკურნალობას საზღვარგარეთ საჭიროებდა.
მოგვიანებით ნინო გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა გვარამიამ ხელი თავისივე დაწერილ ტექსტზე მოაწერინა და თქვა:
“ნაწილობრივ ეს სიმართლეა, ნაწილობრივი არის ფაქტების ინტერპრეტაცია. მე არ მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გაყვანილი უცხოეთში, სამკურნალოდ სხვაგან. მე ვუთხარი, რომ ფსიქოთერაპიული რეაბილიტაცია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი არის თავისუფალი და ეს სად იქნება, ეს უკვე ჩვენ არ გვეხება”
კომენტარები