• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს არის ის კატასტროფა, რომლის წინაშეც ვდგავართ” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
21:31 12-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, დავით ჭიჭინაძე.

– 2021 წელს როგორ შეაჯამებდით?

– 2021 წელი იყო ძალიან ცუდი. ქვეყანაში გაზრდილია უმუშევრობა, კატასტროფული ინფლაცია და ამით გამოწვეული გაზრდილი ფასები. ყველგან ურთიერთდაპირისპირებაა და მეტი არაფერი. ამ ქვეყანას გარკვეული გეგმა არ გააჩნია, ვერ ვხედავთ, რომ წელს დაშვებულმა შეცდომებმა რაღაც ასწავლა და სამომავლოდ უკეთ აპირებენ ქვეყნის მართვას, დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. წლის ბოლოა და ისევ ღამის კლუბებს დასდევენ, ისევ დაჯარიმებასა და აკრძალვა – შეზღუდვებზე ლაპარაკობენ. ისევ არაგულწრფელი პოლიტიკაა – როგორც კი არჩევნები დასრულდა, ხან რა გააძვირეს და ხან – რა.  კალაძემ საახალწლოდ ახარა თბილისელებს, რომ მუნიციპალური ტრანპორტით მგზავრობის საფასური თებერვლიდან გაორმაგდებაო. სხვა და სხვა ბიზნესს გადასახადები გაუზარდეს, ნაგვის გადასახადი გაუძვირეს… კომუნალური გადასახადები გაუზარდეს ხალხსაც და ბიზნესაც. პური გაძვირდა 2021 წელს ამ დამშეულ ქვეყანაში. ხალხს შემოსავლები შეუმცირდა და გადასახადები და ფასები ყველაფერზე გაეზარდა. ეს არის მთავარი ბარომეტრი წლის შეფასებისას. ჩვენი ცხოვრების დონე კიდევ უფრო დაეცა და პერსპექტივაც არ ჩანს, რომ ხვალ–ზეგ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლება. 2021 წელი „ქართულ ოცნებას“ თავისი მმართველობის ერთ–ერთ ყველაზე უარყოფით წლად შეიძლება ჩაეთვალოს. კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები, კიდევ ერთხელ გადააგდო პარტნიორები შიგნით თუ გარეთ. ძალიან არაპოზიტიური წელი იყო. კატასტროფა გვაქვს საგარეო მიმართულებითაც. 2021 წელს გავაფორმეთ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დაკარგვა. ამ  რეგიონში საქართველოს გარეშე ხდება უკვე ყველა ფორმატში თანამშრომლობა და გამოგვთიშეს ყველა მნიშვნელოვანი რეგიონალური პროექტიდან. არაფრად გვაგდებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები. აგერ, აზერბაიჯანს რკინიგზა გაჰყავს თურქეთში, სომხეთი განიხილავს აზერბაიჯანიდან ნახიჩევანში გზის გაჭრას. სატრანსპორტო კორიდორები იჭრება, ამაზე საუბარიც არის და მოქმედებებიც, ჩვენ კი ჩახსნილნი ვართ ყველა ამ პროექტიდან. ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს შეამცირებს. ნაკლები ტრანზიტი და შემოსავლები გვექნება და ნაკლები ფუნქცია გვექნება. შესაბამისად, რეგიონში გავლენაც ნაკლები გვექნება. აქედან გამომდინარე, დიდ პროექტებზე აღარ მაქვს საუბარი, არანაირი სახის მოლაპარაკებებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ. არ გვინდა ახალი რეალობა აღვიქვათ და რომ ახალ რეალობას ახალი შეხედულებები სჭირდება. ეს არც ხელისუფლებას ესმის და არც ოპოზიციას.

– ეს რეგიონში და ევროპაშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის არა ერთმა ლიდერმა გააკეთა განცხადება, საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და შევუჩეროთ ვიზალიბერალიზაციაო. არადა, ამ ვიზალიბერალიზაციას მიიჩნევს ეს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკაში თავის მთავარ მიღწევად.

– ვიზალიბერალიზაციამ ერთის მხრივ პოზიტიური როლი ითამაშა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ხელი მიუწვდა ევროპაში რაღაც–რაღაცებზე, ადრინდელზე მარტივად და მოიმართეს ხელი. თუმცა, მეორეს მხრივ, დემოგრაფიული კატასტროფა გამოიწვია ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ კვალიფიციური ხელოსნები, მუშახელი გადის ქვეყნიდან, აქედან ეკონომიკურ სიდუხჭირეს გაურბიან ადამიანები და საშველს სხვა ქვეყნებში ეძებენ. ვბერდებით, პენსიონერების ქვეყანა ვხდებით. ახალგაზრდობისთვის უპერსპექტივო ქვეყნად ვიქეცით. ეს არის ის კატასტროფა, რომლის წინაშეც ვდგავართ. ამასთან, რეგიონში  რუსეთი უფრო და უფრო ძლიერდება და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ რაც ადრე მოვიპოვეთ, იმასაც ვკარგავთ. რუსეთის პრეზიდენტი მოითხოვს, ნატო–სთან და ამერიკასთან უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას, სადაც ნატო–ს გაფართოების შეზღუდვაზეა ლაპარაკი და რუსეთის საზღვრებთან საერთოდ შეჩერებაზე. რუსეთი მოითხოვს, ნატო–ს ბუქარესტის სამიტის დოკუმენტიდან ამოიღონ ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატო–ს წევრები. საფრთხის წინაშე დგას ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერი, რომ ჩვენი მიზანი ნატო–ში გაწევრიანებაა. ჩვენი მეზობელი ჩვენს ამ მიზანს აფერხებს და ამას არ მოჰყოლია არც ევროპისა და არც ამერიკის გავლენიანი პოლიტიკური წრეებიდან საპროტესტო განცხადებები.

– კარგი არაფერი გახსენდებათ, რაც 2021 წელს ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთდა?

– 2021 წელს, კარგი კი არა, რაც მახსენდება, ეს არის „მწვანე პასპორტების“ გამო ამ ისედაც დაყოფილი საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩა. ყველაფერი ისევ ხალხის დაპირისპირებისთვის კეთდება. ვიდრე ასეთი პოლიტიკა იქნება, ხალხისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევა და ხალხის დამორჩილების მცდელობა სხვა და სხვა  მეთოდებით, სანამ ამირან გამყრელიძის რეცეპტებით ვიცხოვრებთ, მანამდე ამ ქვეყანაში კარგი არაფერი მოხდება. რა უნდა ვთქვა? რაც ზემოთ ვთქვი, იმას დაამატებ კოვიდით უზარმაზარ სიკვდილიანობას, უზარმაზარი საგარეო ვალი, რომლის დიდი ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიპარეს. დღეს  საზოგადოების გაერთიანებაზე და შერიგებაზე ლაპარაკობენ, ამ დროს, ხალხს ამ „მწვანე პასპორტებით“ კიდევ უფრო აპირისპირებენ. ერთადერთი კარგი, რაც მახსენდება, ძალოსან ლაშა ტალახაძისა და ჩვენი ოლიმპიელების წარმატებული გამოსვლა იყო ტოკიოს ოლიმპიადაზე და ისევ ლაშა ტალახაძის მსოფლიო ჩემპიონობა და რეკორდსმენობა წლის ბოლოს. ისევ, სპორტით თუ გავიხარებთ ქართველები, სხვა არაფრით.

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს თქვენ და „ალიას“! ქართველ ხალხს ვულოცავ ახალ წელს და ყოველივე სიკეთეს ვუსურვებ! ღმერთმა ქნას, გაისად საახალწლოდ უფრო ოპტიმისტური და ხალისიანი ინტერვიუ ჩაგვეწეროს და კარგი ბევრი გვქონდეს სათქმელი!

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved