• რეკლამა
  • კონტაქტი
01:44, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან ! – ნათია მეზვრიშვილი „ოცნებას“ მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:07 12-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნიშნავს, რომ თუ სამართალდამცველები დაკავებისას ჩვენზე იძალადებენ, აღარ უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი გამოძიების იმედი- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ოცნება, ავტორიტარული სისტემებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას.დღეს, პარლამენტის ბიუროზე განიხილება კანონპროექტი, რომელიც ოცნებისთვის ჩვეულ სტილში – „რეფორმის სახელით“ პარტიულ ვერტიკალს უქვემდებარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სისტემის ძალადობისგან მოქალაქეთა დაცვის უკანასკნელ დამოუკიდებელ მექანიზმს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დაკავებისას ან პატიმრობაში ყოფნისას თქვენზე სამართალდამცავები იძალადებენ, ძალადობის ობიექტურად გამოძიების და დამნაშავეთა დასჯის იმედი აღარ უნდა გქონდეთ – სამართალდამცავთა ძალადობის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი უწყება აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ ლუკა სირაძის მსგავს ტრაგედიებს ობიექტური გამომძიებელიც არ ეყოლება (პროკურატურა და სასამართლო ისედაც აღარ ჰყავს). ამ ფონზე, ოცნების განცხადებები სამსახურის გაძლიერებაზე არის ფარსი. რეალობა არის შემდეგი:• ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დღეს იმართება პარტიიდან. მართლმსაჯულების სისტემას სრულად აკონტროლებს ხელისუფლება – პარტია მართავს ძალოვან უწყებებს, პროკურატურას, სასამართლოს. ყველაფერი პარტიის სამსახურშია, არაფერი – ხალხის !• ერთადერთი დამოუკიდებელი უწყება, რომელიც მოქალაქეებს სისტემის დანაშაულისგან იცავს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია, რომლის შექმნა 2012 წლამდე ადამიანების მიმართ ხელისუფლების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძახილი იყო.• ეს სამსახური დღეს განვითარების პროცესშია – ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მინიჭების შემდეგ, მთავარი ამოცანა პრაქტიკული დამოუკიდებლობისთვის ქმედითი ბერკეტების მინიჭება უნდა ყოფილიყო – პირველრ რიგში კი პროკურატურისგან დამოუკიდებლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება.• ამის ნაცვლად, ოცნებამ, ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი მეთოდებით, დემოკრატიაზე მორიგი შტურმი განახორციელა და არჩევითი ორგანოს ლიკვიდაცია გადაწყვიტა (ყველა თანამშრომლის სახლში გაშვებით). ლიკვიდაცია უწყების, რომლის ხელმძღვანელი 6 წლის ვადით, პარლამენტის მიერ არის არჩეული და იმუნიტეტი იცავს. მიზანი მარტივია: უწყების დაკომპლექტება პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი კადრებით.• შეტევა ოცნებამ წინასაახალწლოდ დაგეგმა, როცა საერთაშორისო პარტნიორები ისვენებენ. კანონპროექტი ფართო განხილვის გარეშე, ერთპიროვნულად დაწერა და დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სხდომაზე იხილავს. ქართული ოცნება / Georgian Dream სანამ ინტერესთა კონფლიქტზე და სამსახურის მოჩვენებით გაძლიერებაზე ურცხვად დაიწყებთ ლაპარაკს:• განიხილეთ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ ჩვენს მიერ სექტემბერში ინიცირებული და თაროზე შემოდებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო უწყებების გაძლიერებას და გამოძიების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად;• გაითხოვეთ თქვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საგამოძიებო სისტემის რეფორმის იმიტაციაა და მისი თითოეული პუნქტი პროკურატურისთვის ძალაუფლების შენარჩუნების და საგამოძიებო ორგანოების დაკნინების მიზანს ემსახურება. თუ ასეთი კეთილშობილური მიზნები გამოძრავებდათ, მოჩვენებითად ერთი მუხლი მაინც მიგეძღვნათ ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის (რამ შეგიშალათ ხელი?);• აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი პროკურატურაში – ჩამოართვით ამ უწყებას საგამოძიებო ფუნქცია და გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის უფლება და დაუტოვეთ მხოლოდ საზედამხედველო;• აღმოფხვერით ინტერესთა კონფლიქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – გაიტანეთ ცალკე ანტიკორუფციული სამსახური და შექმენით დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო;• გაატარეთ გენერალური ინსპექციების რეფორმა;• დანერგეთ ეროვნული პოლიციის კონცეფცია, რომლის პირობებში პოლიციის ხელმძღვანელი არ იქნება პოლიტიკური თანამდებობის პირი;• დაშალეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღმოფხვერით სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები;• სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიეცით საგამოძიებო მოქმედებების დამოუკიდებლად ჩატარების უფლება, შეცვალეთ კანონი და გაათავისუფლეთ პროკურატურაზე დამოკიდებულებისაგან;• გაატარეთ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის შესაბამისი თანმიმდევრული პოლიტიკა;• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა აქციეთ ქვეყნის პრიორიტეტად და ამ ყველაფრის შემდეგ იქნებ შეიძინოთ მორალური უფლება, რომ მაგ სიგიჟეზე, რაც დააინიცირეთ, მინიმუმ დისკუსია გახსნათ.მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ ამ რეფორმების გატარების ლეგიტიმაცია თქვენ აღარ გაქვთ. ამიტომ, ძალაუფლების განსამტკიცებლად, მოქმედებთ როგორც მაფიოზური დაჯგუფება – აუქმებთ ვადით არჩეულ ინსტიტუტებს; საპარლამენტო რესპუბლიკაში ცხვირსახოცებივით, ახსნა-განმარტების გარეშე ცვლით პარლამენტის თავმჯდომარეებს; მოსყიდვით და დაშინებით ცვლით არჩევნების შედეგებს.ერთი მხრივ პროდასავლურობაზე პრეტენზია და მეორე მხრივ ეს მეთოდები თვისობრივად შეუთავსებელია. დასავლეთში თქვენნაირ მმართველობებს ავტორიტარულს ეძახიან !“ – წერს მეზვრიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved