• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველაზე მაგარი თოვლის ბაბუა, ჩემი თოვლის ბაბუა” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
18:21 12-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
94

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“წუხელ ღამით, აი, იმ ბიჭს, ასე რომ მომწერა: ,,ძვირფასო თოვლის ბაბუ, მე ბევრი სურვილები მქონდა, მაგრამ რაც მამა გარდაიცვალა, ახლა მე მხოლოდ მისი დაბრუნება მინდა”. ვუთხარი, რომ მე ძალიან უცნაური თოვლის ბაბუა ვარ. არც მე მყავს მამა. არ მომიტყუებია, ვუთხარი – რადგან ნიკოლოზი პატარაა, მაგრამ ყველაფერს ხვდება. ამიტომ არ მითქვამს, რომ მამამის სამოგზაუროდ წავიდა და რაღაცები გამომატანა, რომ მამა წერილებს დაწერს და მე ჩავუტან ხოლმე. სიმართლე ვუთხარი. ვუთხარი, რომ მამისი საერთოდ არსადაც არ წასულა. მეტიც, ის აწი უფრო ახლოს იქნება მასთან და საითაც გასწევს, ყველგან წაყვება. ყველა აღმართზე, ზურგიდან ხელის შეშველებას იგრძნობს, ის იქნება მამამისი. თუ დაღმართზე დაშვებული, ძალას იგრძნობს და შეჩერდება – ეგეც მამამისი იქნება. მამას ყოველთვის ექნება ბილეთი – ავტობუსზეც და თვითმფრინავზეც. და როცა გაიზრდება და ახალ გზებს მოსინჯავს, მამაც იქ იქნება. ეს ზუსტად ვიცი და ამიტომ ვუთხარი. ზუსტად ვიცი, რადგან მამაჩემი ახლა აქაა, როცა ამ სიტყვებს ვწერ და მეტიც, ამ სიტყვებს მამაჩემი მკარნახობს. მამაჩემი დეკემბრის ოცდარვაში გარდაიცვალა. გარდაიცვალა ანუ სამუდამო ბილეთი აიღო ჩემს გვერდით. მე და ნიკოლოზი შევთანხმდით, რომ ოცდარვაში მასთან მივალთ და ოზურგეთში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკის მოწყობას დავიწყებთ. პირველ წიგნებს ამ ბიბლიოთეკისთვის სწორედ მაშინ შემოვდებთ თაროზე. კიდევ შევთანხმდით რაღაცებზე, მაგრამ იმ ამბებს საიდუმლოდ დავიტოვებთ.

დილით მესიჯი მხვდება ნიკოლოზისგან: ,,ugrmesi madloba. imdenad gamitbet guli. verc davidzine. emociebshi var exlac. me tqven miyvarxarr” და ალბათ ნიკოლოზმა არ იცის, რომ თვითონ არის ყველაზე მაგარი თოვლის ბაბუა. ჩემი თოვლის ბაბუა.

#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved