• რეკლამა
  • კონტაქტი
00:47, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შერიგება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:30 12-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

“ენმ”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ, ჟურნალისტებთან პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე ისაუბრა და თქვა:

“ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას.


ესაა წვეულება, რომელსაც ატარებს პრეზიდენტი ახალ წელს, საშობაოდ, სააღდგომოდ და კიდევ რაღაც დღესასწაულთან დაკავშირებით, იმ შენობაში, რომელსაც ბოქლომი ადევს და მილიონობით ფული იხარჯება მის შენახვაზე, დაცვაზე, გათბობაზე და ა.შ. ეს არის შენობა, რომელიც დაიცალა ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო და წელიწადში ერთხელ ასეთი ალაფურშეტი იმართება იქ.


როცა საქმიანი შეხვედრა იქნება პრეზიდენტთან, “ნაციონალური მოძრაობა” დაჯდება მასთან მოლაპარაკების მაგიდაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ჯერ საქმიანი ფორმატი და შემდეგ საახალწლო ტაშ-ფანდური.


ახლა რომ შევაფასო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კრიზისის განმუხტვის საკითხი, არ მინდა ჩემი სკეპტიკური განცხადებით ეს მისი წინასაახალწლო ინიციატივა თუ ხასიათი გავუფუჭო მას. დიდი იმედები არ მაქვს, მაგრამ მას აქვს გარკვეული შანსი, რომ იმ ბატალიების ფონზე, როგორც მოხდა მისი არჩევა და ახლა როგორ არის შეფასებული მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, რეპუტაცია აღიდგინოს, ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ამ შანსს.


შერიგება არის მომავალი თანაცხოვრების პრინციპებზე აგებული პროცესი, რომლის დაწყება შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარეშე. კონსტიტუციური უფლება იმიტომ აქვს და იმიტომ მიანიჭა ხალხმა, რომ ის გამოიყენოს მაშინ, როცა ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირს, თუ კრიზისის ნაწილობრივი განმუხტვის საშუალება აქვს, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს, ამიტომ არის ამით აღჭურვილი და არა იმიტომ, რომ თავის ნაცნობები შეიწყალოს.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილირომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved