• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ევროპას, ამერიკას, უკრაინას, რუსეთს – ყველას ერთი რამ უნდა და მიშა არ თანხმდება” – რა მესიჯბოქსები ვრცელდება “ენმ”-ის მომხრეებში?

ალია ავტორი - ალია
21:39 12-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

გიორგი ჯავახაძე, ალია

საინტერესოა შიდა დინებები, ანუ, მესიჯები, რომლებიც ოპოზიციის და პოზიციის აქტივისტებს ეგზავნებათ.

ქოცური ნარატივი ნაცურად – რა მესიჯები ვრცელდება ოპოზიციის ამომრჩევლებში

ევროპას, ამერიკას, უკრაინას, რუსეთს – ყველას ერთი რამ უნდა და მიშა არ თანხმდება

კიდევ ერთი მესიჯბოქსი, რომელზედაც “ალიას” ემიგრანტები უყვებიან ასეთია:

“ამერიკა, ევროპა, უკრაინა და რუსეთიც კი, შეთანხმდნენ, რომ მიშას უკრაინაში დაბრუნება ამ ეტაპზე ყველაზე უპრიანი იქნება და ყველა ეს მხარე, თანახმაა, რომ მიშა უკრაინაში გაემგზავროს, ოღონდ ჯერ მიშა არ თანხმდებაო, ავრცელებენ მესიჯს ოპოზიციის ამომრჩეველში, რაც კიდევ მეტად აქრობს ბრძოლის მუხტს. მიშას გადაყვანა უკრაინაში, ყველაზე სარწმუნო მაშინ იყო, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. იტყოდნენ, რომ სამკურნალო მიზნით გადაიყვანეს. ახლა რა უნდა თქვან? ან, ამერიკამ, ევროპამ, რუსეთმა, უკრაინამ, ყველამ ერთხმად შემოუთვალა მიშას, წადიო და ეს პასუხობს ყველას ერთად – არ მინდა და არ წავალო? ვის სჯერა ახლა მაგის? სხვათა შორის, მეტი დამაჯერებლობისთვის, იმ პირსაც ასახელებენ, ვინ მიშასთან ამერიკის გზავნილი შეიტანა, უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით და გვეუბნებიან, რომ ეს კაცი გრიგოლ ვაშაძე იყო, მაგრამ, არ გვჯერა!

თუ გამოიყენეს და აგდებენ, გვითხრან. იმედია, გააზრებული აქვთ, რა მოჰყვება მიშას უკრაინაში დაბრუნებას – ხალხი, ამომრჩეველი, რომელიც ჯერ კიდევ ჩუმადაა, ღიად დაადანაშაულებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ოპოზიციას, თავად ლიდერებიც დაერევიან ერთმანეთს, იტყვიან, ჩვენ კი გეუბნებოდით პირად საუბრებშიო, დაიფიცებენ კიდეც, ასე ვამბობდითო და ბურთი და მოედანი სრულად დარჩება ოცნებას, რომელიც, რასაკვირველია, ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს, ფასადურად კოალიციაც ეყოლება, მაგრამ ყველანი ბიძინას ჯიბიდან იმღერებენ… 

სააკაშვილის ბოლო წერილი ვნახე, ვიბრძოლოთ ბოლომდე, პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს და ვისაც შეგვიძლია, პროტესტანტებს საკვები მივაწოდოთო – ნეტავი რას ეუბნებიან, რამდენი ათასი ადამიანი გვყავს პროტესტანტიო? ან სად არის ეს უწყვეტი პროტესტიო?

პარალელურად, უკრაინას და საქართველოს ერთდროულად ურტყამს რუსეთი, საქართველოში ღიად გამოჩნდა ძალა, რომელიც საქართველოში რუსეთის ბაზების განთავსებას ითხოვს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, მათ შორის, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. არ არის ეს განცხადებები სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიში? პრემიერის ბოლო განცხადებებიც, ძალიან უცნაური იყო, მან თქვა, დეოკუპაცია მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებულიო და ანუ, რუსეთის წამოყენებულ პირობებს უნდა დავთანხმდეთ, მაშინაც კი, თუ ეს მიუღებელი იქნება? რუსეთთან მოლაპარაკებებზე პრემიერი და რაღაც ახალი შექმნილი ძალა, რომელიც რუსულ ბაზებს ითხოვს საქართველოში, ერთდროულად ალაპარაკდნენ და ესეც დამთხვევაა?

რატომ სდუმს ოპოზიცია ექვსთა კავშირზე? რატომ არ იყენებს ამას ამერიკასთან სასაუბროდ? ამ ექვსთა კავშირში თავისი როლი ექნება ირანს, არც ის მცირე როლი, სხვათა შორის და სწორედ ამ მიზეზის გამო, არაფრით ენდომება ამერიკას, ახლა, ავღანეთში მარცხის შემდეგ, ირანის კავშირი კავკასიაში 5 ქვეყანასთან. ამაზე ყველაზე ბევრს უნდა საუბრობდნენ ახლა ოპოზიციის ლიდერები. რა საფრთხეს შეიცავს ეს კავშირის საქართველოსთვის და ევროპისთვის, ვის გააძლიერებს და როგორ, რას დაკარგავს ევროპა და ამერიკა და ა.შ.

მე საქართველოში ორჯერ ჩამოვედი, ორივე ტურზე ვიყავი ჩამოსული, ჩამოვედი და წავედი… წავედი, სიმართლე რომ გითხრათ, იმედგაცრუებული. დღეს იმასაც ვერ ვიგებ, როგორ ხდება, რომ ქოცური და ნაცური ნარატივები ზოგჯერ ერთმანეთს ემთხვევა? ან, რას დავაბრალო ის ფაქტი, რომ ოპოზიციური მესიჯბოქსი ზოგჯერ ისეთია, რომ აშკარად “ოცნების” წისქვილს ასხმას წყალს?

და ბოლოს კიდევ ერთ უცნაურობას გეტყვით, იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ მეორე ტურის გეგმებზე გვიყვებოდნენ “ექსკლუზიურად” და სრულიად საიდუმლოდ, ადამიანებს, რომლებიც 23 ნოემბრის გეგმებზე გვეჩურჩულებოდნენ ასევე სრულიად საიდუმლოდ და “წაკითხვისთანავე დაწვით”, ვკითხე, რა მოხდა? სად წავიდა ეს გეგმები? მოგვატყუეს, გაგვაჩერეს? ტყუილი იმედები მოგვცეს? იმდენ ხანს გაწელავენ დროს, სანამ ხალხის მუხტი არ ჩაცხრება? – ჰოი, საოცრებავ, ამჯერად გვიპასუხეს, კიდევ რომ რამე არ წამოგვაძახოთ, ამჯერად უფრო მაგარი გეგმა გვაქვს, მაგრამ ვერ გეტყვით, მალე თავად დაინახვთო! აღდგომა და ხვალეო, კარგი, ბატონო!” – გვიყვება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი.

ეს ის მესიჯბოქსებია, რომლებიც ამ მომენტში ტრიალებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. როგორც ხედავთ, ხალხი თვლის, რომ “ოცნების” მომხრეებში ხომ ბიძინას მესიჯბოქსი ტრიალებს და ოპოზიციურ ამომრჩეველში კი, მესიჯბოქსები ვრცელდება ბიძინასთვის – რამდენად ბრძენია ხალხი, მართლაც ყველგან ბიძინაა, თუ არა, გამოჩნდება.

დიდი სკანდალი და არეულობა „ნაცმოძრაობაში“ – “ღიად უპასუხა მიშამ ბიძინას…”

თეგები: ენმმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved