• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავიდა ეთერში და პოლიციის ჩინოსნებს ლამის თავები დააყრევინეს…” – ლაშა ბერულავა

ალია ავტორი - ალია
02:55 11-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
129

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

“2002 წელია. შევარდნაძის რეჟიმი ირყევა და პოლიციელთა მხრებზე დგას (რაც ახლა გაიფიქრეთ, სწორი პარალელია).


ზუგდიდიდან მე-9 არხზე ვმუშაობ (პირველი მეცხრე არხია, ტვ9-ში არ აგერიოთ), პარალელურად, ოდიში ტვ, “ალია”, რადიო “თავისუფლება”, მოკლედ, სულ ოპოზიციური მედიაპლატფორმები.

სამეგრელოში გუბერნატორი ლერი ჭითანავაა(ან ბონდო ჯიქია, ზუსტად არ მახსოვს). ოფისი ისევ იქ იყო, სადაც დღეს პოლიცია სტენსილებსა და პულივიზატორებს დასდევდა.

გვიან ღამით გუბერნიაში სამხარეო თათბირია, გამგებლების. ცხრავე გამგებელი, პლუს, თბილისისდან სახელმწიფო მინისტრი.

მირეკავს ტელეფონი და გოგონა მეუბნება:
“ლაშა, გამარჯობა, ა** *-ძე ვარ, გუბერნიის წინ საღებავით დავაწერეთ “კმარა!” (ახალი შექმნილი იყო მაშინ),
“რა ადგილას, გზაზე?”- ვეკითხები.
“არა, ტროტუარზე, სადაც მანქანები დგანან, შეგიძლია გადაიღო” და უცებ გამითიშა.


ამ გოგოს უკვე ვიცნობდი, მისი პატრიოტული, აქტიური პოზიციის გამო.

ეს პირველი ასეთი ღია პროტესტი იყო ზუგდიდში, პულივიზატორით პოლიციის წინ წარწერებისთვის აკავებდნენ თბილისში აქტივისტებს.
მის ნათქვამში ეჭვი არ შემპარვია, ოპერატორთან ერთად გავედი და კარგი კადრების გადაღებაც მოვასწარით, სანამ ფლეშ-განათებაზე დაფეთებული პოლიცია მიხვდებოდა, რას ვიღებდით.
მერე წაშლა დაიწყეს, მაგრამ უკვე სხვებსაც გადაღებული ჰქონდათ.
გავიდა ეთერში და პოლიციის ჩინოსნებს აქ ლამის თავები დააყრევინეს, ბავშვები როგორ ვერ გააკონტროლეთო.


ის “ბავშვი” მაშინ 19 წლის იყო, ან სულაც, სკოლის დამამთავრებელ კლასში. მაშინ ახალგაზრდები ძალიან, ძალიან აქტიურობდნენ.
ახლაც იგივეს აკეთებს, რასაც მაშინ აკეთებდა და მგონი, ახლა უფრო ენერგიულია, ვიდრე მაშინ იყო.
შეხვედრის ადგილი უცვლელია – ძირითადად, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა.
მაგრამ ყველგანაა, როგორც მაშინ.
მიხვდით, ხომ, ვიზე ვწერ?
კი, ნამდვილად Ana Tsitlidze იყო.”

თეგები: ანი წითლიძელაშა ბერულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved