მას შემდეგ, რაც ორ იაპონელ პატიმარს სიკვდილით დასჯა გამოუტანეს განაჩენად, მათმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. უფლებადამცველი მათი სახელით ითხოვს, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის განაჩენის იმავე დღეს აღსრულების პრაქტიკა დასრულდეს, – ამის შესახებ BBC წერს.
ადვოკატი ამბობს, რომ სასიკვდილო განაჩენის რამდენიმე საათში აღსრულება „უკიდურესად არაჰუმანურია“.
„მსჯავრდებულები ყოველ დილით შიშობენ, რომ ეს დღე მათთვის ბოლო იქნება. მთავრობა ამბობს, რომ ეს მიზნად ისახავს პატიმრების ტანჯვისგან გათავისუფლებას, მაგრამ ეს არ არის ახსნა. საზღვარგარეთ პატიმრებს ეძლევათ დრო, იფიქრონ სიცოცხლის ბოლომდე და გონებრივად მოემზადონ“, – ამბობს ადვოკატი.
სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენი იაპონიაში ჩამოხრჩობით აღსრულდება.
კომენტარები