• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოირიცხოს ჟურნალისტების მხრიდან ცილისწამება” – რას ითხოვს უცნობი პარლამენტისგან

ალია ავტორი - ალია
18:40 11-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

გია გაჩეჩილაძე პარლამენტს მიმართავს და ითხოვს მაუწყებლობის კანონი შეცვალოს ისე, რომ გამოირიცხოს “ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროვება”. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 28 ოქტომბერს დარეგისტრირდა.

მედიაექსპერტების შეფასებით, ინიციატივა იურიდიულად არალოგიკურია და მასში ცენზურის, მედიის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ.

საკანონმდებლო ინიციატივაში შემდეგი შინაარსის ჩანაწერს ვკითხულობთ:

“ბოლო წლების განმავლობაში შეუქცევად ტენდენციად ჩამოყალიბდა სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყოველგვარი მტკიცებულებებისა და დამადასტურებელი წყაროების გარეშე.

მაუწყებლობის შესახებ ზემოაღნიშნული კანონი ასეთ შემთხვევებში ითვალისწინებს რეაგირების სხვადასხვა ზომებს, რომლებიც არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით არ არის ეფექტური. ალტერნატიული გზა არის სასამართლო, მაგრამ მასთან დაკავშირებული პროცედურების ხანგრძლივობა მოტივაციასა და ამ ინსტიტუტით სარგებლობის სურვილს უკარგავს დაზარალებულ მხარეს.

უშუალოდ მაუწყებელთან კომუნიკაციაც არ არის ეფექტური, რადგან არსებული კანონით გათვალისწინებული ქმედებები ვერ უზრუნველყოფს ინფორმაციის მოპოვება-გადამოწმება-გავრცელების პროცესის სამართლიანობას.

საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლების გათვალისწინებით, გთხოვთ, შეიმუშავოთ, განიხილოთ და მიიღოთ საქართველოს ორგანულ კანონში “მაუწყებლობის შესახებ” სათანადო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ჟურნალისტების მხრიდან ცილისმწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროვებას”, – წერია ინიციატივაში.

თეგები: უცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved