• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალაქს, „თქვენ“ ვერ ასწავლით, უზრდელ მერს, როგორ მოექცეს, „თბილისელობა „ტო“ ჰგონია, ეტყობა”

ალია ავტორი - ალია
20:36 01-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

„ამ ჩვენს დროშებს თინიკო”,- ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი სიმღერა, ახლა მომაგონდა… „ამ ჩვენს ქალაქის მერს „თბილისელობა „ტო“ ჰგონია ეტყობა, ისე უთხრა ჟურნალისტს „ჩაიწიე რა, რა გჭირს ტოოო“.

არა „გენაცვალე“ კახი, მერწმუნე ცდები, როგორც ბევრ რამეში, ისე ამაშიც, არა არის ასე: ქალაქელობა „ტო“ არ არის და არ იყო, წესი და რიგი, უფროს-უმცროსობა, მშიერის დაპურება, (თან ჩუმად აფიშირების გარეშე), უბნის პატივისცემა იყო და არის ქალაქელობა, ანუ უბანი და მეზობელი არ უნდა შეგეწუხებია, შენი არსებობით და ცხოვრების წესით, თავს არ უნდა მოგეხვია შენი „ძალიან კარგი ყოფა თუ ყოფნა”, ასეთს გორსალას ეძახდნენ, თუ დახმარება გინდოდა ვინმესი, ისე აკეთებდნენ კაცები სიკეთეს-ახერხებდნენ უჩუმრად, მთელი „მუღამი“ ეგ იყო, კიდევ ის, რომ ქალის პატივისცემა იცოდნენ. „რა გჭირს რა ტოო“ ასე არ მიმართავდნენ, კიდევ ის, რომ წიგნიერი კაცის რიდი და მოკრძალება ჰქონდათ და აზრს ეკითხებოდნენ და სწავლობდნენ მისგან, ერთმანეთს კარგ წიგნებს აწვდიდნენ, (ვიცი ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გითხარით), კიდევ -ერთმანეთის ნამუშევრებს აფასებდნენ, ნახატი იყო ეს თუ ლექსი, თუ ქანდაკება და მერე, ყურძენზე, პურზე და ღვინოზე ქეიფობდნენ -აღნიშნავდნენ ერთმანეთის წარმატებას…

და კიდევ, კაცს, ოჯახთან ერთად თუ ვინმე თავს დაესხმებოდა ( ქალს მითუმეტეს) შენსავით არავინ ეტყოდა „რასაც დასთეს იმას მოიმკიო“. პირიქით, იმ კაცს უბანში აღარ გამოესვლებოდა, „ფარჩაკი“კაციაო ასეთ კაცზე ამბობდნენ, ეს ისე მოგიყევი, რადგან ვხედავ მარტო „ფეხი და კარი“ კი არ გერევა „ჯიგარო“, (როგორც ქალაქელები იტყოდნენ) ბევრი რამ გეშლება და ჰოდა მართლა, ახლა მე გეტყვი „ჟარგონით”, ისე, უზრდელად, როგორც შენ იტყოდი და გჩვევია, მართლა „ჩაიწიე რაა, დროზე ტოოო“ ან არა და, წესი და რიგი ისწავლე და ზრდილობას მოუხმე, ისე, როგორც ჩვენს ქალაქს ეკადრება და ისე მოიქეცი, რა ტრადიციაც საბედნიეროდ კიდევ შემორჩა ამ ქალაქს! თორემ ამ ჭირ-ვარამ გამოვლილ ქალაქს, „თქვენ“ ვერ ასწავლით, უზრდელ მერს, როგორ მოექცეს! – უბრალო თბილისელი,“

ცნობისთვის, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს კომენტარის დროს შემდეგი სიტყვებით მიმართა – „რა გჭირთ ტო“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved