• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ერთი კაცი მოვიდა, სათხოვარი მაქვსო…” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
23:15 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“დღეს ერთი კაცი მოვიდა. სამუშაო საათების მიწურულს. ამ კაცს ძალიან კეთილი სახე ჰქონდა და კარზე ისე ფრთხილად დააკაკუნა, გაუღებლადაც მიხვდებოდი, კეთილი სახე ექნებოდა.

– სათხოვარი მაქვსო – მითხრა.

სათხოვარი არ მიკვირს. არც ის, რომ უმეტესის ასრულება არ შემიძლია. ისე ღელავდა, ჩავთვალე, რომ ეს კაციც რაღაც ჩემთვის შეუძლებელს მეტყოდა. პროლოგი მხოლოდ ამას მოასწავებდა. ,,რვა წელია თავშესაფარში ვცხოვრობო. მაგრამ გაუნათლებელი არ გეგონოთო.”

სტარტის ლოგიკური გაგრძელება ასეთია; უფრო ადვილი – ფული, უფრო რთული – სამსახური.

,,სახლი როცა მქონდა, იქ პიანინო მედგაო, კარგი პიანინოა ძალიან, სურათს განახებთო”. პატარა ბლოკნოტი ამოიღო და ამობეჭდილ სურათს მიწვდის და მე ველოდები კითხვას: “პიანინოს ხომ არ შეიძენთ? სულ რაღაც 800 ლარად მოგყიდით, ანტიკვარულია, ჯერ კიდევ ბაბუაჩემის ბიძამ….”

მაგრამ ამ კაცმა მოლოდინი გამიცრუა, ოდნავ შეყოვნდა, მორცხვად ამომხედა და გაიმეორა: ,,ერთი სათხოვარი მაქვს”.

არაფერი მიპასუხია, მაგრამ სახეზე ალბათ მკაცრი ,,დიახ, გისმენთ” შემეტყო. ჰოდა, ძალა მოიკრიბა ვატყობ და დაიწყო: ,,მთელი ცხოვრება ვუკრავდიო, დაკვრის მეტი არაფერი მიქნია, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი და ვუკრავდიო.”

და?

,,უფლება მომეცით, თუ ღონისძიება არ იქნება, სამკითხველო დარბაზის დახურვის შემდეგ, ნახევარი საათით ბიბლიოთეკის როიალზე დავუკრა”კორონას რა ვუთხარი, თორემ გადავეხვეოდი.

აბა, ასეთ კაცს თუ არ გადაეხვიე და გაამხნევე, სხვა ვინ ოხერი? ჩემთვის ის უპირველესი შემსრულებელია ახლა – მოუსმენლად. თუნდაც საშინლად უკრავდეს. თუნდაც ყველაზე უარესად. თუნდაც რაც მითხრა, ყველაფერი ტყუილი ყოფილიყო. მთავარი ხომ ეს არის – კაცი მოვიდა და ამ არეულ დროში როიალზე დაკვრა მთხოვა.

#გიორგიკეკელიძე#giorgikekelidze“

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved