ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
“ღარიბაშვილს რომ ჰკითხონ:
– გსმენიათ რამე ელენა ბონერის შესახებ, მისი მეუღლის შიმშილობის თაობაზე?
ღარიბაშვილი უპასუხებს:
– მოშიმშილე რომ იყოს არათუ მისი მეუღლე, არამედ, თავად ელენე ხოშტარიასაც Helen Khoshtaria მასაც დავიტანთ სისხლიან ბანერებზე.
ამ მოგონილი და წარმოსადგენი ბლიც-ინტერვიუთი, მსურს, გითხრათ:
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ირაკლი ღარიბაშბილმა არაფერი არ იცის!
მათ შირის, არ იცის, რას აკეთებს უკრაინა იმისათვის, რომ სააკაშვილი დაიბრუნოს!
არ იცის შიმშილობის სახე-სახეობების თაობაზე! ცოტა რამ სმენია სახაროვზე და არაფერი – ელენა ბონერზე! რომელიც, ალბათ, “მიშისტი” ელენე ხოშტარია ჰგონია თუ ეგონება, თუ კითხვით მიმართავთ!
ღარიბაშვილმა არ იცის, რა პროცესები მიმდინარეობს … გაგიკვირდებათ და საპატრიარქოში!..
ჰო, საპატრიარქოზე გამახსენდა!
სამ დღეში სვეტიცხოვლობაა!
და ღარიბაშვილმა არ იცის, როდის დაწერს განცხადებას საკუთარი ნებით თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.”
კომენტარები