• რეკლამა
  • კონტაქტი
01:54, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები სად გაჩნდნენ?” – რას ამბობდნენ ჩინოვნიკები მოქალაქეების ქეიფზე

ალია ავტორი - ალია
16:18 09-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად, კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა.  ფოტოებს სტუდია მონიტორი აქვეყნებს. 

მათი ინფორმაციით, გამყრელიძემ მანამდე ველისციხეში, ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა. 

“ალია” შემოგთავაზებთ ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის სხვადასხვა დროს გამოთქმულ ფრაზებს ქეიფთან დაკავშირებით:

ამირან გამყრელიძე:

“აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულს რასაც ვეძახით, ნუ წავალთ ღვინით და საჭმელებით, გავიდეთ ჩვენს მიცვალებულებთან, სანთელი დავანთოთ და კვერცხი გავაგოროთ, არ გვინდა იქ ქეიფი და სმა. ამას არც ეკლესია მოგვიწოდებს და არ მოგვიწონებს. არ გვინდა ეს”

“ყველას უმორჩილესად გთხოვთ, პირბადე იყოს ერთ-ერთი მთავარი, რაზეც გავამახვილებთ ყურადღებას, ისევე როგორც დისტანცია – განსაკუთრებით ახლა, როდესაც გაიხსნა შიდა სამასპინძლო დაწესებულებები, დიდ თავშეყრებს, ქეიფებს თავი ავარიდოთ”

“დღესაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი სურათი იყრება ხოლმე სოციალურ ქსელში – ისევ დიდი თავშეყრა, ისევ დიდი ქეიფი, ისევ დიდი დაბადების დღე თუ ქორწილი. კარგია, ბევრი იყოს ქორწილი ქვეყანაში, მაგრამ თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან.”

“ქართველებს უყვართ ქეიფი, სმა და ხმაური, ამ პირობებში კი შეუძლებელია სწორი მკურნალობის წარმართვა”

“რაც მთავარია, დიდ ღონისძიებებზე თავის არიდება, აკრძალვა, განსაკუთრებით სუფრის, ქეიფის. კლასტერებიდან გადავდივართ ვირუსის საყოველთაო გავრცელებაზე.”

„გთხოვთ, რომ ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ. არ გვინდა დიდი თავშეყრები, დღესასწაულები და ხალხმრავალი წვეულებები.”

პაატა იმნაძე

“ბოლო კვირაში კორონას გამო 3 ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე… ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?! ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!”

“მე მესმის, რომ ყველას უნდა საღამოს საათებში რესტორნებში იქეიფონ და ყველას ხელი მოუმართოს, დაბადების დღეც გადაიხადონ, სამწუხაროდ ჭირის სუფრაც არის, მაგრამ ამას მოყვება რა, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს გავწირავთ. ეს არის რეალობა. ამის მიხედვით უნდა ვიანგარიშოთ.”

“რესტორნებში აქირავებდნენ ამ რესტორანს, ვითომ თავისი არ იყო, ვიღაც ფიზიკურ პირზე, რომ 2000 ლარი ჯარიმა გადაეხადა და უღირდა ეს 2000 ლარი, რომ 200-300 კაციანი პურ-მარილი გაეკეთებინა. რამდენი შემთხვევა ვიცით, რომ ამ 200-300 კაციანი ქორწილიდან მერე 30-50 კაცი რომ ავად გახდება და ისინი ოჯახებში რომ მიიტანენ და მათი ახლობლები რომ ავად გახდებიან და იქიდან რომ ვიღაც დაიღუპება, ეს არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?”

მართალია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, აცხადებს, რომ რეგულაციები არ დარღვეულა, რადგან ისინი აცრილები იყვნენ და ღია სივრცეში ისხდნენ, თუმცა, ცოტა ხნის წინ, პაატა იმნაძემ, კახელებს მოუწოდა, რთველი ქეიფის გარეშე ჩაეტარებიათ და არსად არავის უთქვამს, აცრილები თუ ხართ, იქეიფეთ, არ არის პრობლემაო!

პაატა იმნაძე:

„კახელებს ვთხოვ, გამოიჩინონ მათთვის დამახასიათებელი სიდარბაისლე და გონიერება, რთველი ჩაატარონ კარგად და მერე ეგება, უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს“

შეგახსენებთ იმასაც, რომ კახეთი ამჟამად რეგიონებში ლიდერობს ინფიცირების მაჩვენებლით და თბილისს თუ არ ჩავთვლით, ვირუსის გავრელებით მეორე ადგილზეა და სწორედ ამ კახეთში გადაწყვიტა გამყრელიძემ ქეიფი. მართალია, ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვაქცინის პროპაგანდისთვის დადიან რეგიონებში, მაგრამ, ეტყობა ვაქცინის პროპაგანდას ახლა ასე ჰქვია, რას გავიგებთ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ აცრა სრულად არ გვიცავს ინფიცირებისგან და როგორც არაერთი ექიმი მოგვიწოდებს, აცრა არ ნიშნავს იმას, რომ რეგულაციები არ უნდა დავიცვათ.

(ფოტოები) – “ვისი ქეიფია დანაშაული?” – გამყრელიძემ რეგულაციების დარღვევით იქეიფა – “სტუდია მონიტორი”
თეგები: ამირან გამყრელიძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved