• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მუნათიზაციას შეეშვას! – პოსტი სააკაშვილზე” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
04:47 09-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“პოსტი სააკაშვილზე!

ეს ზუსტი ციტატებია; სტილი დაცულია!

“არაფერი მოცემულობა არ არის! თუ ქართველი ხალხი დაუშვებს იმას, რომ ივანიშვილმა, ამ ტლუმ, “ბეზპრიდელშიკმა” გაიტანა ის, რომ… ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი გაუშვა ციხეში, მაშინ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ… ქართველმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება”.

“თუ ქართველი ხალხი მზად არის, რომ მისცეს მას საშუალება, რომ სააკაშვილი გაუშვას ციხეში, კი ბატონო… არ შერცხვება ყველა იმას (იგულისხმება მოქალაქეები ი.ტ.) მათ შვილთაშვილებს?

ადამიანზე, რომელსაც ამერიკის კონგრესში უწოდებენ ჩვენი რეგიონის ჯორჯ ვაშინგტონს! რომ ჩვენ ვიყავით თაობა, იმის მაგივრად რომ სადღაც ძეგლი დაედგათ მისთვის (ანუ სააკაშვილისთვის ი.ტ.) აიღეს და ჩვეულებრივად ჩაკეტეს დილეგში! კი ბატონო! რა პრობლემაა… “

×××

ეს ყველაფერი სააკაშვილმა თქვა და, აი, ტაქტიკური თვალსაზრისით რომ დუმდებიან, ასე არ მოვიქცევი ამჯერად.

არაკეთილსინდისიერი განცხადებაა ეს! და ეს არის ქართველი ხალხის დამუნათების, სინდისზე აგდების მცდელობა! და კიდევ იმის თქმის წინაპირობა, რომ თუ ქართველი ხალხი მის დაპატიმრებას დაუშვებს ან მერე მას ციხიდან ციხის კარის შემტვრევით არ გამოიხსნის, ეს იქნება დასტური, რომ ქართველი ხალხი არ ვარგა!

არადა, რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, მართლა რომ შეცდეს და ისევ “ოცნებას” რომ დაუჭიროს მხარი, ხალხი ვარგა!.. ხოლო თუ ვინმეა ცუდი, ისევ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები!

სხვაგვარად ვიტყვი – სულ რომ ვერ ან არ გამოიხსნას სააკაშვილი ციხიდან ამ ხალხმა! (რეალურად ხომ მას ქართველ ხალხთან, უფრო ზუსტად, მომხრეებთან შეხვედრამდე ელის ეს ციხე იმიტომ, რომ ტრაპზე დააპატიმრებენ და არა რუსთაველის გამზირზე),

ქართველი ხალხი მაინც გაცილებით ნაკლებად ცოდვილია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსი, მათ შორის, თვითშეფასებით, ჯორჯ ვაშინგტონ-სააკაშვილი.

ასეა!

მესამე პრეზიდენტი საზოგადოებას ნამდვილად ამუნათებს! და, მე კი ვიტყვი – არავის! არავის და არც არავის აქვს საზოგადოების დამუნათების უფლება. მათ შორის, არც სააკაშვილს.

რატომ?

იმიტომ, რომ ყველასთვის ცხადია ერთი რამ: “ქართული ოცნება” სასტიკად უნდა დამარცხდეს და ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს ამ ტურბულენტურ ზონაში!

ეს ჩვენ ვიცით! სააკაშვილის გარეშეც ვიცით.

თუ ჩამოსვლა და ოცნების დამარცხებაში წვლილის შეტანა უნდა, ჩამოვიდეს.

ხოლო მუნათიზაციას შეეშვას!”

თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved