• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანდრია ბასილაია – სუფთა ჰაერი ჩვენს პრიორიტეტად რჩება

ალია ავტორი - ალია
13:22 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
75

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, „ქართული ოცნების “ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რომელიც დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ ბასილაიამ გარემოს დაცვის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.

”სუფთა ჰაერი ჩვენთვის რჩება პრიორიტეტად. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ, გვყავს ოჯახები, შვილები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ  მიმართულებით გაგრძელდეს სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან მყისიერი შედეგები, დაგეგმილი გვაქვს, რომ სრულად ამოქმედდეს შესაბამისი სტანდარტი, რომელიც ეხება მასალების გადატანა-რეალიზაციას.  მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს სტანდარტი აუცილებლად ამოქმედდება დედაქალაქში და ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, ის ღონისძიებები, რომელიც მოიცავს ამტვერების შემცირების მიზნით, ქალაქში არსებული გრუნტის ბალახით ან მულჩით დაფარვას, ტყის აღდგენას, პარკების რეაბილიტაცია-მოწყობას, ეკომეგობრული ტრანსპორტის ხელშეწყობას, ძველი მუნიციპალური ტრანსპორტის ჩანაცვლებას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

პრეზენტაციაზე მერის მოადგილემ ნარჩენების მართვის სტრატეგიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ძალიან სერიოზული მიმართულება, რომელზეც 4 წლის განმავლობაში თბილისის მერიამ დიდი სამუშაო გასწია.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და უკვე მომავალი წლიდან კონკრეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ. შედეგი კი იქნება ის, რომ თბილისი უკვე ფართომასშტაბიანად გადავა ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებაზე, შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ნარჩენების გადამუშავების დაწყება. ეს ამოცანა უდგას ყველა თანამედროვე ქალაქს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე. ასევე, ჩვენ ვიცით, რომ არსებული ნაგავსაყრელი პრობლემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, რათა ეს დისკომფორტი შემცირდეს. გარდა ამისა, ჩვენი დაპირებაა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, აუცილებლად დავხურავთ ძველ ნაგავსაყრელს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს „მიაგდეს“, – აღნიშნა მან.

ანდრია ბასილაიას თქმით, ყველა აღნიშნული ღონისძიების განხორციელებით, თბილისი აუცილებლად იქნება უფრო მწვანე ქალაქი, ექნება მეტი სარეკრეაციო სივრცე, უფრო სუფთა ჰაერი და  ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემა.

თეგები: ანდრია ბასილაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved