ვერაზე დაჭრილი 20 წლამდე ასაკის ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა.
ინფორმაციას ხეჩინაშვილის კლინიკა ადასტურებსს.
ახალგაზრდა კაცს 9 ტყვია ესროლეს, ორი ტყვია კი გულ-მკერდის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, იგი სისხლმდინარე დატოვეს და გამვლელმა გადაიყვანა კლინიკაში.
კლინიკაში გადაყვანისას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა.
კომენტარები