• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფაილი “მრუშები”, პედოფილია და ნარკოტიკი, “ატკატები” და კავშირი რუსეთთან – რა წერია ფაილებში?

ალია ავტორი - ალია
18:36 09-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
227

სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელდა დოკუმენტები, რომლებიც სასულიერო პირებისა და მთთან დაკავშირებული ადამიანების შესახებ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს. ფაილების ავთენტურობა დაუდგენელია.

“ტაბულას” ინფორმაციით, ფაილში სახელად “მრუშები” ჩამოთვლილია იმ სასულიერო პირების სია, რომლებსაც ქალებთან, მათ შორის მონაზვნებთან, ინტიმური კავშირი აქვთ ან ჰქონდათ. მონაცემებს თან ერთვის მათში მოხსენიებული პირების დაბადების თარიღები, პირადი ნომრები, მისამართები და ფოტოები. დოკუმენტებში ინტიმური ურთიერთობების შესახებ ასევე ჩაწერილია, რომ იმ მღვდელმთავრების მაკომპრომეტრიებელი ვიდეო-მასალის მოპოვების მიზნით, შესაძლებელი იყო მათთვის წინასწარ შერჩეულიყო “მადილოსნები”, რომლებიც სასულიერო პირებთან დაამყარებდნენ სექსუალურ კავშირს.

მასალებში ერთ-ერთ სასულიერო პირზე წერია, რომ “ის შემჩნეულია პედოფილიაში” და დოკუმენტს თან ერთვის ინფორმაციის მიღებისას არასრულწლოვნების ფოტოები და პირადი მონაცემები.

დოკუმენტებში ინფორმაციაა იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა-შენახვა-რეალიზებაში. მათ შორის, ერთ-ერთი მღვდელმსახური “ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად მოიხმარდა კელიაში”

ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ “ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა – 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს”.

ფაილებში არსებული დოკუმენტში სახელად – რუსული გავლენა თავმოყრილია ინფორმაცია საპატრიარქოს მაღალიერარქებისა და თანამშრომლების რუსეთთან კავშირებზე. მათ შორის არის კათოლიკოს პატრიარქი ილია II, რომელიც, დოკუმენტების თანახმად, გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში თანამშრომლობდა რუსულ KGB-სთან, ფსევდონიმით – ივერიელი.

დოკუმენტების თანახმად, პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის რუსეთთან კავაშირის შესახებ არ არსებობს უშუალო მონაცემები, თუმცა მასთან დაკავშირებული სასულიერო პირები აქტიურად თანამშრომლობენ რუსეთის საეკლესიო და პოლიტიკურ წრეებთან. მასალებში ხაზგასმულია,. რომ შორენა თეთრუაშვილი აკონტროლებს ყველა მიმდინარე პორცესს საპატრიარქოში და “სახელმწიფოსთან შეუთანხმებელი მოქმედებით” ხელს უწყობს თურქული ისლამური ძალების ავტორიტეტის ზრდას საქართველოში. დოკუმენტების თანახმად, დაფიქსირდა შორენა თეთრუაშვილის მცდელობა დეკანოზ ბიძინა გუნუას მეშვეობით რუსეთში უცნობი ადრესატვისთვის ჩაეტანათ თურქეთის რელიგიის მინისტრის მიერ 2014 წელს საქართველოს სამთავრობო წრეებში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ვიდეო მასალა.

მასალების მიხედვით, საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რუსეთთან ურთერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს სთხოვა მისი შვილებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში დახმარება, რაზეც აბაშიძე დაეთანხმა და განმარტა, რომ საკითხს გაარკვევდა და დაუკავშირდებოდა.

დოკუმენტების თანახმად, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი რუსეთს ფულის სანაცვლოდ ლუგარის ლაბორატორიაზე ინფორმაციას აწვდიდა. დოკუმენტებში წერია, რომ მეუფე ნიკოლოზი მის მეგობარს, რუსეთის მოქალაქეს, ინფორმაციას 2013 წლიდან აწვდიდა. ასევე ფაილების მიხედვით, ის ღიად არ უჭერს მხარს რუსულ პოლიტიკას, მაგრამ, შესაძლებელია, ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეპისკოპოსი ვახტანგ ლიპარტელიანი, გადაუმოწმებელი მონაცემებით, თანამშრომლობს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან.

საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ დოკუმენტში მოხსენიებულია ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ბულუხია, რომელიც რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს. მისი ბიზნესები რუსეთში გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს და მათში არალეგარული, სავარაუდოდ კონტრაბანდული სპირტიანი სასმელები იყიდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მეუფე ანტონს კავშირი აქვს რუსეთში მცხოვრებ ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან და, შესაძლებელია, ფარული ურთიერთობები ჰქონდეს რუსეთის სპეცსამსახურებში.

ამავე დოკუმენტში რუსეთთან პირდაპირი თუ ირიბი კავშირების კონტექსტში ნახსენები არიან სხალთის მიტროპოლიტი სპირიდონ აბულაძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და სხვები.

სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებში საუბარია საპატრიარქოში კორუფციაზე – ეპარქიების ე.წ. “ატკატების” სისტემით დაფინანსებაზე, შეწყალების კომისიის სიების ფულის სანაცვლოდ შედგენაზე და ასე შემდეგ.

წყარო – ტაბულა

ცაავას დისკრედიტაცია და მისი ყველა კონტაქტის ოპერატიული კონტროლი – ორი გეგმა, გავრცელებული ფაილების მიხედვით

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი და AD BLACK SEA – 10 წელი ახალი იდეებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდასაჭერად

14:06 09-15-2026
შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა
ახალი ამბები

შენი ავტოსაჭიროებები ერთ სივრცეში – მობაილბანკში ავტო კომფორტი განახლდა

13:26 09-15-2026
თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved