• რეკლამა
  • კონტაქტი
08:15, ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი

ალია ავტორი - ალია
19:35 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი კადრი, რომელსაც აქვს კარგი ცოდნა და ზუსტად  იცის რა სჭირდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს,“- ამ სიტყვებით 14 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში  „ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატი, მალხაზ ბეგიაშვილი წარადგინა.

მალხაზ ბეგიაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლად, კახეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილედ. 2004 წლიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, ხოლო შემდგომ ფინანსთა მინისტრის მოადგილედ აგრძელებს კარიერულ მოღვაწეობას. მას  აგრარული, რეგიონული მართვის და პოლიტიკის დარგებში საპასუხისმგებლო პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი  გამოცილება აქვს. 2019 წლიდან არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.

მერობის კანდიდატს, საინტერესო ხედვები და გეგმები აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც მომცა შესაძლებლობა და მხარი დამიჭირა  ჩემს მშობლიურ კუთხეში ვიყო მერობის კანდიდატი. ეს ჩემთვის დიდი პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებას დიდ მადლობას ვუხდით. ამ ეტაპზე  მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული  და უახლოეს პერიოდში დასრულდება. ჩვენ მივდივართ წინ, თუმცა ვხედავთ, რომ არა ერთი საქმე კიდევ მოსაგვარებელია.  მოგეხსენებათ, რომ  2019 წლიდან ვმუშაობ მერის მოადგილედ და ეს დრო საკმარისი იყო, რომ ზუსტად გამეგო და გამეთავისებინა ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც არის  თითოეულ სოფელში”, – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების კანდიდატს, მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაც აქვს და მის შესასრულებლად, მომავალი 4 წლის განმავლობაში გუნდთან ერთად აქტიურად მუშობას აპირებს.

“რა მიმართულებით განვითარდეს  მუნიციპალიტეტი, ამისთვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები და ინიციატივები, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება როგორც ინფრასტრუქტურას – სოფლებში მოწესრიგებულ წყალმომარაგებას, შიდა სასოფლო გზებს, სკოლამდელი განათლების ხარისხიან ხელმისაწვდომობას,  ახალგაზრდული ინიციატივებისათვის საჭირო სივრცეების უზრუნველყოფასა  და მათი საქმიანობების მხარდაჭერას, ასევე, ტურიზმის, მათ შორის აგროტურიზმის,   აგრომეურნეობებისა და გადამამუშავებელი თუ შემნახველი საწარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ვფიქრობ, რომ სწორი, თანმიმდევრული და გამართული მუშაობით,  მოსახლეობასთნ კომუნიკაციით და მათი უშუალო ჩართულობით გადავწყვიტოთ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები. ზოგადად, ჩვენი მიდგომა ასეთია-რაც შეიძლება მეტი მოქალაქე ჩაერთოს  თვითმმართველობის საქმიანობაში. მინდა მივმართო ჩემს ამომრჩევლებს – ჩემო ქიზიყელებო,  მე ვიცი ნდობის ფასი. ვიცი, რომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეული თქვენგანის წინაშე. თუმცა მჯერა, რომ თქვენი თანადგომით,   ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ და  ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ,“- განაცხადა „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, 2 ოქტომბერს გაიმართება.

თეგები: მალხაზ ბეგიაშვილისიღნაღი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს
ახალი ამბები

რა ხდება მაშინ, როცა კარი იკეტება?– HR მენეჯერი შიდა პროცესებზე საუბრობს

08:00 12-17-2025
თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 45 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

14:31 12-16-2025
გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ
ახალი ამბები

გადაიხადე ერთგული ბარათით შერჩეულ კვების ობიექტებში და დაიბრუნე თანხის 20% ულიმიტოდ

12:53 12-16-2025
თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისისა და EBRD-ს ორგანიზებით, სანქციებთან შესაბამისობის მასტერკლასი ჩატარდა

12:01 12-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved