• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ვიცავ თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვიცავ სირბანჯოშვილებისგან!” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
00:37 09-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“მე არ ვიცავ მარტო დავით კეზერაშვილს! აი, ასე – მე – ირაკლი ტაბლიაშვილი, არ ვიცავ მარტო დავით კეზერაშვილს! მიუხედავად იმისა, რომ ვარ “ფორმულას” თანამშრომელი! მე მაინც არ ვიცავ მხოლოდ დავით კეზერაშვილს!

მე, არ გაიკვირვოთ ახლა და, ვიცავ ჯუანშერ ბურჭულაძესაც!

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს!

მე გიცავთ თქვენ – ბატონო ჯუანშერ! ჩემო მინისტრო! ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრო!

აგრეთვე, მე ვიცავ, ვთქვათ მინდია ჯანელიძეს – ყველაზე ცუდ მინისტრს!
ან, ვთქვათ, თინა ხიდაშელს (მახარებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება); ირაკლი ალასანიას; ლევან იზორიას ან, “დაჟე” ირაკლი ღარიბაშვილს… როგორც თავდაცვის მინისტრს!

მე ვიცავ შაშკინს, ოქრუაშვილს… კიდევ ვის? ვთქვათ ბეჟუაშვილს! თევზაძეს… ყარყარაშვილს!… მოკლედ, ყველა ყოფილ და დღევანდელ მინისტრს! და მომავალსაც – ალბათ!

და ახლა ავხსნი, რას ვგულისხმობ:

×××
წარმოიდგინეთ, არის 2029 წელი!
ვინმე პროკურორი, გვარად სირბანჯოშვილი, საქმეს კერავს ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ!

და მას – 2021 წელს თავდაცვის მინისტრს, ფაქტობრივად ედავება შემდეგს:

რატომ? რა მიზეზით დახარჯა მან – ბურჭულაძემ, პირობითი 9 ლარი წვრთნებში, როცა შეეძლო 7 ან საერთოდაც 6 ლარის დახარჯვა?

ბურჭულაძე თავს იმართლებს, ასაბუთებს… იბრძვის! ვერაფერს ხდება და მხარეები მიდიან სასამართლოში!

იქ, სასამართლოში, ხდება საოცრება – მოსამართლე, პირობითო გვარით ორკონიკოშვილი, ამართლებს ბურჭულაძეს და არ ამართლებს სირბანჯოშვილს!

კედლებს ეხეთქება სირბანჯოშვილი! პარტიის დავალება არაა შესრულებული!.. ტირის, ღრიალებს!

წლების შემდეგ, ეს სირბანჯოშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ხდება! და საქმეს ბურჭულაძის წინააღმდეგ პროკურატურას (თავის ყოფილ კოლეგებს) საკუთარ თავთან, როგორც მოსამართლესთან, მიატანინებს! ანუ, იმ საქმეს, რომელიც მან შეთხზა!

აი, ამ საქმეს განიხილავს და ბურჭულაძეს სჯის! 5 წლით!

თან, რაზე? 7 პირობითი ლარი რატომ არ დახარჯე ომში მყოფი ქვეყნის ჯარის წვრთნებშიო!

×××

კვლავ ვიმეორებ – მე სწორედ ბურჭულაძეს ვიცავ! და ვიცავ სირბანჯოშვილებისგან!

ახლა, ეს ყველაფერი გადმოიტანეთ 2007-2021 წლებში; ბურჭულაძის ნაცვლად საქმეში ჩაწერეთ კეზერაშვილის გვარი და კიდევ ერთხელ მომისმინეთ!

2021 წელს!!!
კეზერაშვილი გამტყუნდა 2007 წლის საქმეზე! 🙂

ანუ, კეზერაშვილი გამტყუნდა… ერთი წამით … 2021 – 2007 = 14 …

ჰო, 14 წლის წინანდელ ამბავზე თუ საქმეზე.

საქმეს ჰქვია “წვრთნების საქმე”.
პროკურატურა მას – კეზერაშვილს, ედავებოდა წვრთნების დროს გადახარჯვებში :).. ანუ, შეგეძლო გესროლა… შვიდჯერ და ისროლე (წვრთნების დროს) ცხრაჯერო (თუ გნებავთ, ვიტყვი, შეგეძლო დაგეხარჯა 7 და დახარჯე 9 ლარიო)

ანუ, კეზერაშვილს ედავებიან, წვრთნების დროს პირობითად შვიდჯერ რატომ არ ისროლეს ჯარისკაცებმა!..

ამას კეზერაშვილს ედავება არა ბურჭულაძის სირბანჯოშვილი, არამედ, თადუმაძე!
უფრო ზუსტად, ედავებოდა თადუმაძე როგორც პროკურორი! და ეს საქმე მან წააგო!!!

მერე ეს თადუმაძე გახდა მოსამართლე!
თავის მიერ წაგებული საქმე მიატანინა საკუთარ თავს!.. ანუ, მოსამართლე თადუმაძეს და… საქმე მოიგო 🙂

ოღონდ, ვიმეორებ – მოიგო საქმე, რომელშიც წერია, რომ კეზერაშვილს, როგორც თავდაცვის მინისტრს!!! არ უნდა დაეხარჯა წვრთნებზე პირობითი 9 ტყვია და უნდა დაეხარჯა – შვიდი.

×××
მე არ ვიცავ მხოლოდ დავით კეზერაშვილს!
მე ვიცავ ჯუანშერ ბურჭულაძეს ხვალინდელი ინცინდენტებისგან!

მე ვიცავ 2086 წელს რომ მინისტრი გვეყოლება, იმას!

მე ვიცავ სამართლიანობას!”

თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved