• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთადერთი გამოსავალია ავიცრათ, რომ შევძლოთ ჩვენი თავის, ახლობლების, ოჯახების დაცვა” – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
17:48 09-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ლენტეხის მერობის კანდიდატის  გიორგი ონიანის წარდგენაზე

ლენტეხელებო მოგესალმებით, მივესალმები ამ ულამაზეს კუთხეს.

ლამაზად და ამაყად დგას ჩვენს უკან სვანური კოშკი. ასე ამაყად და შეუპოვრად დგახართ აქ მაცხოვრებლები. ეს მაღალმთიანი რეგიონია, იცის ძალიან მძიმე ზამთარი და არის ბევრი გამოწვევა, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად უმკლავდებით, ზაფხულია თუ ზამთარი.

მახსოვს, როდესაც ვსტუმრობდი აქ, ულამაზეს სოფლებს, ბევრს ვესაუბრეთ, თუ რა იყო ის ყოველდღიური გამოწვევა და პრობლემა, რომელიც საჭიროებდა გადაჭრას.  ვიცი, ბევრი გაკეთდა, ბევრი პრობლემა მოგვარდა, თუმცა, ეს ისეთი რეგიონია, მაღალმთიანი, სადაც გამოწვევები ყოველთვის იქნება და აუცილებელია ეფექტიანად მივხედოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემები.

ამიტომ, მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ხედვა და ჟინი, რომელიც აუცილებელია, რომ რეგიონმა უფრო მეტი განვითარება ჰპოვოს.

ასეთია ჩვენი კანდიდატი,  რომელიც დაუბრუნდა თავის მშობლიურ კუთხეს და დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის განმავლობაში შეძლებს ბოლომდე მოაგვაროს ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომლის წინაშეც დგას ეს მუნიციპალიტეტი.

როდესაც ვსაუბრობთ ლენტეხზე, რატომღაც ყოველთვის გზის ბოლოდ აღიქმებოდა ხოლმე იგი და ეს ბუნებრივია, თუმცა ეს არის დროებითი. ვიცით, რომ დასრულდება მალე გზა, რომელიც უშგულთან და შემდეგ მესტიასთან მიაერთებს ამ მონაკვეთს და კიდევ მეტ პოტენციალს და შესაძლებლობას გააჩენს ლენტეხისთვის არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ სხვადასხვა მიმართულებებით, რათა გაჩნდეს ბევრი ახალი საინფორმაციო, ტურისტული ცენტრი და მეტი სარგებელი მიიღოთ. მეტი ჩართულობა და დასაქმება, ეს არის რაც სჭირდება თითოეულ რეგიონს.

არ შემიძლია არ ვახსენო ის მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშე არამხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო დგას – კოვიდ პანდემია.  ერთადერთი გამოსავალი არის ავიცრათ. ეს არის ჩვეულებრივი აცრა, როგორც  ვიცრებით  ნებისმიერი ვირუსის დროს, მათ შორის ბავშვობაში და აუცილებელია აცრა გავიკეთოთ, რომ  შევძლოთ ჩვენი თავის,  ახლობლების, ოჯახების დაცვა.

მოგიწოდებთ და გთხოვთ ყველას მეტად ჩაერთოთ ვაქცინაციის პროცესში. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ დავძლიოთ პანდემია, დავუბრუნდეთ ჩვეულებრივ დღის წესრიგს, სამუშაო რეჟიმს და შევძლოთ მეტი გავაკეთოთ ჩვენი კუთხისთვის, ქვეყნისთვის.

ერთი თვეც აღარ დარჩა არჩევნებამდე და ყველა ხედავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვართ ძლიერი გუნდი და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ, შევძლებთ იმ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვა დაწყებული პროექტების გაგრძელებას და დასრულებას, რომელიც ემსახურება თითოეული რეგიონის სიძლიერეს,  რაც საწინდარია საქართველოს სიძლიერის.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved