დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, ტელეკომპანია “ფორმულა”-ს გადაცემა “პოლიტმეტრში” ჩართვისას:
-ერთადერთი ჩავარდნა, ერთ-ერთი გახლავთ ის, რომ ჩვენ ცოტა ადრე შევამსუბუქეთ შეზღუდვები, ქვეყანას სჭირდებოდა მეტი თავისუფლება, შიდა სოციოლოგიური კვლევებით, ადამიანების უმრავლესობას უნდოდა მეტი თავისუფლება… მეორე, ჩვენი საზოგადოებრივი უპასუხისმგებლობა და უდისციპლინობა. აგერ ვუყურებ დდა ვითვლი, 10 ადამიანიდან რამდენს უკეთია ნიღაბი…
-პრემიერი-მინისტრის კონკრეტული გადაწყვეტილებები არსებობს და არის ინფორმაცია, რომ ხშირად არ იღებს ყურას თქვენ რჩევებს…
-მე არასოდეს ვაკისრებ მთელ პასუხისმგებლობას საზოგადოებას.
-მეც ვხედავ, თქვენ უკან თითქმის არავის უკეთია პირბადე. ეს ნიღბის ტარების ვალდებულების მოხსნაც, ხომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილება იყო?
-ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ, საკოორდინაციო საბჭოს, სადაც მეც ვარ და ჩემ წილ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. იქ ექიმები უმცირესობაში ვართ და შეიძლება სხვადასხვა სექტორმა გადაწონოს ჯანდაცვის სექტორის გადაწყვეტილებები. მე პოლიტიკურ პასაჟებს არ ვაკეთებ, ცალკე დავილაპარაკოთ ოდესმე და გეტყვით… მე ექიმი ვარ, ჰიპოკრატეს ფიცი მაქვს დადებული. რასაც ვაკეთებ და რაც მთელი ჩემი ცხოვრება მიკეთებია, გამოდიოდა მოსახლეობის ინტერესებიდან. ამ პოლიტიკურ რაღაცეებს, მეუბნებიან…გამოდი, ეს თქვი, ის თქვი, ის უარესია საქმის ვითარების დასამშვიდებლად… მოდი, ამ საკითხს დავადოთ მორატორიუმი…
კომენტარები