• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით” – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
16:32 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ წალენჯიხის მერობის კანდიდატის გოგა გულორდავას წარდგენაზე:

წალენჯიხელებო მოგესალმებით. ჩემთვის პატივია მოგმართოთ ამ ულამაზეს მხარეში, რეგიონში, რომელიც განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით გამოირჩევა.

არ შეიძლება არ შეამჩნიო ის სიკოხტავე და პეწი, რომლითავ გამორჩეულია  ეს კუთხე და შრომისმოყვარე ხალხი.

მთიან სამეგრელოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.  ვთვლი, რომ წალენჯიხას აქვს შესაძლებლობა  გახდეს როგორც აგროტურიზმის ისე ეკოტურიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება, თავისი ულამაზესი მონასტრებით, ისტორიით, კულტურით და რა თქმა უნდა, სამზარეულოთი.

ეს კუთხე ნამდვილად გამორჩეულია, მე ბევრს არ ვისაუბრებ სოფლის მეურნეობაზე,  აღსანიშნავია ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აქ განხორციელდა- გაზიფიცირება, დასასრულებელია  ინტერნეტიზაცია.  რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, პირველ რიგში წყალმომარაგების საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს,  რადგან ეს პროექტები მიმდინარეობს. საჭიროა უფრო მეტი გზების რეაბილიტაცია ყველა სოფელში, რაც გამართულად გადაადგილების საშუალებას მისცემს ყველას.

 არ შეიძლება არ ვახსენოთ მთავარი გამოწვევა, რომელიც არა მარტო ამ რეგიონის და ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს წინაშე დგას –  ეს არის პანდემია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, ღია ცის ქვეშაც ვატაროთ პირბადე, მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის დასრულება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ვაქცინცია გვიცავს ჩვენ და ჩვენს ჯანმრთელობას, რომ შევძლოთ  საბოლოოდ გადავტეხოთ ეს რეალობა და განვითარების იმ ტემპს დავუბრუნდეთ, რომელიც პანდემიამდე იყო.

ჩვენ გვაქვს წინსვლა, მაგრამ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებიც არ ვკმაყოფილდებით მიღწეული წარმატებით.  გაცილებით მეტი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ის პოტენციალი, შესაძლებლობები, რომლებიც ამ ულამაზეს მხარეს აქვს, ბოლომდე ავითვისოთ. პირადად მე და მთლიანად  გუნდს ამის იმედი გვაქვს, გამომდინარე იქიდან თუ როგორი კანდიდატი გვყავს წარმოდგენილი ამ ულამაზეს მხარეში.

გოგა გულორდავას თქვენ ყველა იცნობთ. აუცილებელია ის გამოცდილება ბოლომდე გამოვიყენოთ, რომელიც გოგას აქვს. ის არის ახალგაზრდა, ენერგიული. მე ვიცი მისი გეგმების შესახებ, ვიცი რომ ბოლომდე იქნება ჩართული ყოველდღიურად, თქვენთან ერთად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ მაქსიმალური სიკეთე მოუტანოს მშობლიურ მხარეს.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved