• რეკლამა
  • კონტაქტი
13:50, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ასეთი ზურაბ ზვიადაური მიყვარდა… გმირები ან ციხეში მიდიან, ან მიწაში…”

ალია ავტორი - ალია
20:43 08-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
684

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნანა აკობიძე, წერს:

„სად მიდიან გმირები

ბექაური რომ ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ზურაბ ზვიადაურის ვიდეოს გადავაწყდი: ფინალის ყურებისას, როგორ „დაბრუნდა“ 17 წლით უკან, ოლიმპიურ ტატამზე და წარმოსახვით როგორ „იჭიდავა“ ბექაურთან ერთად – თითქოს მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

მე ასეთი ზურაბ ზვიადაური მიყვარდა – მოჭიდავე ზვიადაური. უფრო სწორად, გვიყვარდა: მე და ჩემს უფროს ბიჭს, რომელიც 4-ის იყო მაშინ და ძიუდო და ზვიადაური ერთად გაიცნო-გაიგონა და შეიყვარა.

ეს სურათი 17 წელია, დევს მის საძინებელში – მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებია, აქ არ ცხოვრობს და წელიწადში ერთხელ ჩამოდის სახლში.

„ის სურათი სად გვაქვს“? – მომწერა ამას წინათ, ჩემი პოსტი ნახა – ბექაურზე და ზვიადაურზე. ამას ვწერდი იმ პოსტში:

„ოლიმპიური ჩემპიონებიდან დაუვიწყარი ემოციაა ჩემთვის ზურა ზვიადაურის გამარჯვება. წეღან შემხვდა ვიდეო, მაშინ ჩემი შვილი წავიყვანე და ზვიადაურთან სურათი გადავაღებინე.

გმირი იყო და იმიტომ.

ვუსურვებ ყველა გამარჯვებულს, გაეაზრებინოთ, რომ იმ წუთიდან, რა წუთსაც საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და ჩვენი დროშა აიწევა მათ თავზე, ჯილდოსთან ერთად ტვირთსაც იკიდებენ. ტვირთია ის სიხარული, რაც იმ წამს მოაქვთ თავისი ქვეყნისთვის და არაა მსუბუქი მისი ტარება. ჰიმნის და დროშის ფონზე დგომა იქ, იმ უმაღლეს კვარცხლბეკზე ერისკაცად (ერისქალად) კურთხევასაც ნიშნავს და დიდი ძალა (არა მხოლოდ ფიზიკური) სჭირდება ამ ერისკაცობას.

მინდა, ყველა იმ ადამიანთან, ვის გამოც მიტირია მისი ისტორიული გამარჯვებისას, წლების მერე ისევ მომინდეს უკვე შვილიშვილების მიყვანა სურათის გადასაღებად.

მინდა, გმირებად დაბერდნენ. “

მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური.

სამწუხაროდ, მერე დავინახე-მივხვდი, რომ გმირისგან მხოლოდ ეს ფოტო დამრჩა.

ჩემი შვილიც მიხვდა (დიდი იყო უკვე), რომ პარლამენტარი ზვიადაური არ მოგვესმა;

რომ რაღაც გარჩევებში მონაწილე ზვიადაურიც არ მოგვესმა;

რომ პარტიის მაისურში გამოწყობილი ზვიადაურიც არ მოგვეჩვენა.

ადამიანს რომ ტრაგედია დაემართება – და უდიდესი ტრაგედია დაემართა ახლა ზვიადაურს, ალბათ ყველაზე ხშირად ფიქრობს, რა მოხდებოდა, დროის უკან გადახვევა რომ შეიძლებოდეს;
მართლა რომ შეიძლებოდეს და ზვიადაური ახლა ბრუნდებოდეს ათენიდან, პირველი ოლიმპიური ჩემპიონი,
თავისი ქვეყანა ჰკიდებდეს ხელს 23 წლის ბიჭს და აძლევდეს განათლებას (და არა ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარატინა დიპლომს ერთი წლის შემდეგ);

აძლევდეს ღირსეულად ცხოვრების, დასაქმების, განვითარების შანსს;

უნარჩუნებდეს იმ განცდას, რომ გმირია – არა მხოლოდ სუფრებზე და სადღეგრძელოებით;
მუშაობდეს მასთან ადამიანი-მრჩეველი/სპეციალისტი/პიარი/, მენეჯერი, რაც გინდა, ერქვას, რომელიც ასწავლის გმირის ტვირთთან თანაცხოვრებას, მათ შორის მთავარს: რას არ უნდა გაეკაროს! პირველ რიგში – არცერთ პარტიას!

და კიდევ ბევრი, ბევრი რამ რომ შეიძლებოდეს და ჰქონდეს და სურდეს ჩვენს ქვეყანას თავისი გმირისთვის და თვითონ გმირებს,

იქნებ გადარჩენილიყო ზვიადაურიც და ის ახალგაზრდა ბიჭებიც, იმ დღეს იქ, ტყეში რომ დაასრულეს გარჩევაც და სიცოცხლეც.

მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გმირებს ერთი მიზნით ქმნიან: გამოიყენონ და გადააგდონ.
და სახალხო გმირებსაც, ზვიადაურისნაირებსაც, ძალიან მარტივად „იერთებენ“ – იმავე მიზნით.
ძალიან მინდოდა, გმირად დაბერებულიყო ზვიადაური.

ალბათ, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, იმ დღეს უცებ დაბერდა.

ვკითხულობ კომენტარ-სტატუსებს და – ადამიანები წერენ, რომ გმირია, აბა, რა არის – ძმის მკვლელი მოკლა;

კიდევ ბევრს წერენ და ამბობენ, ბევრნაირად.

ალბათ, მე არ ვიქნები პირველი, ვინც იტყვის, რომ წლების განმავლობაში ნელ-ნელა აკვდებოდა და იმ დღეს საბოლოოდ შემოაკვდა ზურაბ ზვიადაურს გმირი ზურაბ ზვიადაურიც.

იმიტომ, რომ ჩვენთან ასე ხდება: გმირები ან ციხეში მიდიან, ან – მიწაში“

თეგები: ზვიადაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved