• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების“ გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
23:21 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის არჩილ ჩიქოვანის წარდგენაზე
:

მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ბათუმზეა შეყვარებული – ყველას თავისი ისტორია, მოგონებები აქვს.  მე  ჩემი ისტორია მაქვს, რომელიც პატარაობიდან იწყება. ჩემს კლასელს,  უახლოეს მეგობარს, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა,  ყოველ ზაფხულს,  ვსტუმრობდით მეგობრები და  არამხოლოდ სტუმარი ვიყავი, მე გავხდი ერთ-ერთი მათგანი, აქაური.  მყავს ძალიან დიდი სამეგობრო და ვამაყობ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩამოვდივარ, როცა ვიხსენებ მოგონებებს, რომელიც ბავშვობიდან იწყება. სითბო, რომელსაც  ბათუმელები გაძლევენ, არ შეიძლება არ დააფასო, არ შეგიყვარდეს, განსაკუთრებულად არ დაგრჩეს გულში.

უნიკალურია ბათუმის მდებარეობა. ზღვის პირი, მთებით გარშემორტყმული, ულამაზესი ხედებით. რაც საშუალებას გაძლევს განსაკუთრებულად ისიამოვნო ამ სილამაზით,  ხალხით,  სერვისებით, რომელიც უფრო და უფრო ვითარდება და გამოირჩევა  მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში.

მე ძალიან ბევრი უცხოელი სტუმრისგან მომისმენია, რომ ეს არის  ევროპული ქალაქი – ევროპული სტანდარტების და ეს არ ეტყობა მხოლოდ შენობებს, ეს არის პირველ რიგში ხალხი და ის ცხოვრების სტილი, რომელსაც ბათუმი საუკუნეების მანძილზე კარნახობდა მთელ საქართველოს, მთელს რეგიონს.

ჩვენ აქ ვხედავთ განვითარებულ ინფრასტრუქტურას, დიდ მოთხოვნას დამსვენებლების მხრიდან სასტუმროებზე. ყოველივე ეს დამტკიცდა კიდეც პანდემიის დროს, როგორც კი გაიხსნა  ქვეყნები, ბათუმი აირჩიეს ტურისტებმა.

ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბათუმში, რომელზეც მე არ შევჩერდები, გამოვყოფ ორ  პროექტს, რომელიც ჩემთვის  მნიშნელოვანია და აუცილებლად უნდა ვახსენო.

 ეს გახლავთ ბათუმის დრამატული თეატრი. მე მახსოვს როგორი იყო თეატრი და როგორი არის ის დღეს. დიდი მადლობა ამისთვის  ფონდს „ქართუ“, რომელმაც არა მარტო ბათუმში განახორციელა მსგავსი პროექტები.  ოზურგეთშიც ვნახე ახალი და გარემონტებული თეატრი და  ბათუმის თეატრი ნამდვილად გამორჩეულია. დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პრიორიტეტად აქვს აღებული ზუსტად ასეთი პროექტების განხორციელება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეორე პროექტი, რომელიც არ შემიძლია არ ვახსენო, განსაკუთრებით მათთვის,  ვინც სპორტის დიდი გულშემატკივარია, ეს არის უეფას სტანდარტებით აშენებული, 20 ათას მაყურებელზე გათვლილი ულამაზესი „დინამო ბათუმის“ უნიკალური მოედანი, სადაც ახლახანს ვესწრებოდი თამაშს და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ბათუმის „დინამო“ არამარტო ნამდვილად მაგარ ფორმაშია, არამედ შეგვიძლია ვისიამოვნოთ იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც დღეს გააჩნია ამ ქალაქს.

 უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი სხვა პროექტია დაგეგმილი – სპორტის სასახლე, რომელიც მალე დასრულდება, სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ტემპით მიმდინარეობს.

ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში ბათუმს წარმოაჩენს, როგორც ერთ-ერთ სამაგალითოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში. იგი არის ტიპიური ევროპული ყაიდის ქალაქი, რომელმაც უნდა იამაყოს იმ განვითარებით, რაც აქვს , თუმცა, მე ვიცი როგორი მომთხოვნნი არიან ბათუმელები და  დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამაზე არ შევჩერდებით.

მერის კანდიდატი, რომელიც ერთი წელია მერის მოვალეობას ასრულებს თავის გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ  შეძლებს კიდევ უფრო დიდი შედეგების  მიღწევას და ჩვენ  ოთხი წლის მერე ვნახავთ რამდენი რამ შემატა „ქართული ოცნების“ გუნდმა, ახალმა მერმა ბათუმს.

ბათუმი იყო სამაგალითო არა მხოლოდ აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვისაც ბევრი მიმართულებით და დარწმუნებული ვარ ასეთად დარჩება თავისი წარმატებებით და მიღწევებით.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved