• რეკლამა
  • კონტაქტი
00:00, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ჩვენ შევძლეთ გაცილებით მეტ შედეგზე ვისაუბროთ – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
20:24 08-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატის ლევან ზოიძის წარდგენაზე

არ მეგულება ჩვენი თაობის ადამიანი, ვისაც  ერთხელ მაინც არ გაუტარებია ზაფხული ქობულეთში.  განსაკუთრებით ჩვენ, 90-იანი წლების სტუდენტები,  ფაქტიურად ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით და ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს ამ ულამაზეს ქალაქთან.

მე პირადად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქობულეთში  ვმუშაობდი კიდეც.  დასამახსოვრებელი იყო ის ზაფხული, რადგან ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე,  ბევრი ადგილობრივი ოჯახი გავიცანი და მათ ხშირად ვსტუმრობდი.  ქობულეთზე საუბრისას ყველას ახსენდება ის ბრწყინვალე სანაპირო, თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩა ევროპაში, თუ ყველაზე გრძელი არა  და ის სასტუმროები, ჰავა, რომლითაც გამოირჩევა ქობულეთი და იზიდავს არა მხოლოდ ქართველ ასევე უცხოელ ტურისტებსაც რეგიონის მასშტაბით. თუმცა, მე ვთვლი, რომ პოტენციალი გაცილებით დიდია.

რამდენიმე თვის წინ ვესტუმრე მაღლა, მთაში მიმდინარე მშენებლობას,  სასტუმროს  ულამაზესი კომპლექსი შენდება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ შეძლებს ტურისტებს უმასპინძლოს.

სულ ახლახანს გაიხსნა ასევე შატო „კვირიკე“, რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული შატოა საქართველოს მასშტაბით. აქ არის ბრწყინვალე მევენახეობა, კივის პლანტაციები, რაც ყველაზე მთავარია, თბილი  ხალხი, რომელიც ცდილობს უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიაწოდოს სტუმარს.

აღარ ვსაუბრობთ  სამრეწველო პოტენციალზე, რომელიც ამ რეგიონს გააჩნია. 35-40 ათასი ტონა ციტრუსი, რომელიც ექსპორტზე გავიდა,  ნამდვილად შთამბეჭდავია. ასევე შთამბეჭდავია 30-მდე საწარმო, რომელიც მიღება-გადამუშავებას აწარმოებს.

დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი შეიძლება რისთვისაც  აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა- მერი, საკრებულო, რომელიც იზრუნებს, და ასევე ყოველთვის ისაუბრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, იქნება მოწოდებული იმისთვის, რომ ისინი ჩართოს  გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით ახალგაზრდები.

 მე ვისურვებდი რომ ახალგაზრდებს ბოლომდე მიეცეთ შესაძლებლობების რეალიზების საშუალება.

არ შემიძლია არ ვახსენო უნიკალური „მტირალას ეროვნული პარკი“, რომელიც ახლახანს გაიხსნა.  მოგეხსენებათ, „ქართული ოცნებისთვის“ გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო ყოველთვის, პირველივე დღიდან. ჩვენ ავიღეთ პოლიტიკა, ეროვნული პარკების, დაცული ტერიტორიების, დაცული ლანდშაფტების შექმნის, რომელმაც  გაამართლა და  ვგულისხმობ არა მარტო კონსერვაციას  ულამაზესი მრავალფეროვნების და სიმდიდრის, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს სიმდიდრეს წარმოადგენს.

 თავისი ზურმუხტის ქსელის ნაწილშიც, არამედ სარგებელის მიღებაც.  ჩვენ ვიცით, რომ დაცული ტერიტორიების მართვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს ხდება, განსაკუთრებული სარგებელის მომტანია რეგიონებისთვის, რადგან გამოირჩევა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ნაკადებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

„მტირალას პარკიც“ უკვე ორი-სამი წელია  რაც გაიხსნა, კანონიც წინა მოწვევის პარლამენტმა მივიღეთ და უკვე გამოირჩევა ტურისტების  მრავალრიცხოვნებით,  უნიკალური ბიომრავალფეროვნებით.

დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის თავზე, ჩვენ შევძლეთ  გაცილებით მეტ შედეგზე ვისაუბროთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved