• რეკლამა
  • კონტაქტი
02:17, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის – იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ტურისტი – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
16:52 08-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35


პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის წარდგენაზე

ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ ადგილას არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთლიანად საქართველოში.

გონიოს ულამაზესი ციხე  სიმბოლურია- სიმბოლურია იმ მხრივ, რომ ჯერ კიდევ ათეულობით საუკუნის წინ ეს ადგილი   ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, დასაყრდენს წარმოადგენდა. დღესაც ასეთებად ვრჩებით და არა მხოლოდ ამ რეგიონში.

ეს არის ბრწყინვალე სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ძლიერი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მათი წარმომადგენლობა ჩვენს ქვეყანაში. ციხე დღესაც ძალიან ძლიერად დგას და ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობთ ამ რეგიონზე, პირველ რიგში, თვალს ხვდება  მოგხვდება ულამაზესი ბუნებაა ზღვის პირას, მთები, გამწვანება, რომელიც ზამთარ-ზაფხულ  წარმოადგენს ულამაზეს ადგილს და გამოირჩევა კიდეც ტურისტების უხვი რაოდენობით. ამ მხარეს  კიდევ  ძალიან ბევრი სიმდიდრე გააჩნია. პირველ რიგში ეს არის მოსახლეობა, მრავალეთნიკური, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, რომლებიც მშვიდობიანად თანაცხოვრობენ, შრომობენ და ქმნიან  სარგებელს თავიანთი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის.

 შეიქმნა სპეციალური სამეწარმეო ზონა, განხორციელდა  არაერთი ინვესტიცია და გაცილებით მეტია დაგეგმილი. 

გარემოზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება არ ვახსენოთ არაჩვეულებრივი ხეობები, ჩანჩქერები, სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია. აღვნიშნავ  მაჭახელას ხეობას, რომელზეც მიდის მუშაობა იმისათვის, რომ ძალიან მალე დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს, რაც კიდევ უფრო  ხაზს უსვამს, თუ რამდენად გაიზრდება ტურისტების ნაკადი.

იქმნება სპეციალური ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ჩვენ შევძლებთ მთლიანად ამ მუნიციპალიტეტის, ამ მხარის სიმდიდრის წარმოჩენას ყველასთვის – იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ უცხოელი ტურისტი.

ადგილობრივები ცნობილები არიან თუნდაც კაჟ-ჩახმახიანი თოფების კეთებით და ამით განთქმულები იყვნენ საქართველოში. ასევე ბევრია სხვა ხელობა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა- ზუსტად ეს არის  სიმდიდრე.  ამ ოჯახებს, ახალგაზრდობას უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა შევუქმნათ.

ეს არის ის მოლოდინი, რომელიც მერობის კანდიდატისგან გვაქვს.  ჩვენ მის გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ისე როგორც მე, მთლიანად ჩვენს გუნდს, მოსახლეობას, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ახალი მერი,  საკრებულოს წევრები უზრუნველყოფენ ადგილობრივების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში  და ოთხი წლის შემდეგ,   ვიამაყებთ იმ შედეგებით, რომელსაც ეს მუნიციპალიტეტი მიაღწევს.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved