• რეკლამა
  • კონტაქტი
08:34, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილის განცხადება

ალია ავტორი - ალია
13:57 08-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჩვენი ოპონენტები და მათთან დაკავშირებული მედიის წარმომადგენლები ხშირად სპეკულირებენ ჩვენი პარტიის ე.წ. შიდა კვლევებით და ავრცელებენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მათი შედეგების შესახებ.

საზოგადოებას მოვახსენებთ, რომ პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.

2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს მაღალი სიზუსტით შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.

დღეს საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს მიერ თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს.

სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით,  გამოიკითხა 3446 რესპოდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპოდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.

წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს.

პირველ რიგში, რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატებს. კვლევის თანახმად, არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

·         კახა კალაძე – 66,2 პროცენტი

·         ნიკანორ მელია – 33,8 პროცენტი

აღნიშნული ციფრები ცხადყოფს, რომ კახა კალაძეს პირველივე ტურში შეუძლია არჩევნების დამაჯერებლად მოგება.

ასევე წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს:

ქართული ოცნება46,3
ნაციონალური მოძრაობა23,3
გირჩი – მეტი თავისუფლება5,3
საქართველოსთვის5,2
მოქალაქეები3,3
სტრატეგია აღმაშენებელი2,3
ლელო2,3
პატრიოტთა ალიანსი2,1
ევროპული საქართველო1,4
გირჩი1,2
ლეიბორისტული პარტია0,9
ერთიანი საქართველო0,8
სხვა პარტიები5,6

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია.

საზოგადოებას გვინდა განვუმარტოთ, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები კვლევით ნაჩვენები შედეგით რომ დასრულდეს, საკრებულოს წევრთა მანდატები პროპორციული წესით პარტიებზე შემდეგი სახით განაწილდებოდა:

·         ქართული ოცნება – 22 მანდატი

·         ნაციონალური მოძრაობა – 11 მანდატი

·         გირჩი – მეტი თავისუფლება – 3 მანდატი

·         საქართველოსთვის – 2 მანდატი

·         მოქალაქეები – 2 მანდატი

მაღალი პარტიული რეიტინგის პირობებში, მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს ათივე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში თბილისში, შესაბამისად, კვლევის თანახმად, კახა კალაძის გუნდი საკრებულოში ძლიერი და სტაბილური უმრავლესობით, კერძოდ, 50 წევრიდან  32 წევრით იქნებოდა წარმოდგენილი.

როგორც მოგეხსენებათ, საკრებულოში სტაბილური უმრავლესობა არის იმის აუცილებელი პირობა, რომ კახა კალაძემ შეუფერხებლად განაგრძოს 4 წლის წინ დაწყებული საქმე და დაბრკოლების გარეშე იზრუნოს ქალაქის განვითარებაზე.

შეჯამების სახით, აღვნიშნავთ, რომ კვლევის შედეგები გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, დანარჩენი დამოკიდებულია ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურობაზე. გვჯერა, რომ კახა კალაძისა და საკრებულოში მისი გუნდის გამარჯვება ნიშნავს თბილისის გამარჯვებას და დარწმუნებული ვართ ამ გამარჯვებაში.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved