• რეკლამა
  • კონტაქტი
19:18, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სირცხვილიც კია, კაცმა ქალის ნაცვლად წეროს ამ ქვეყანაში, როცა სხვა ყველაფერს ქალი აკეთებს კაცის ნაცვლად…” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
01:16 07-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“ჩემი ეს წერილი განსხვავებული იქნება. შეიძლება უმეტესმა თქვენგანმა არც იცით, რას ეხება, მაგრამ ვინც იცის, მათთვის.
მანამდე ისტორიას მოვყვები, რადგან ეს ამბავი კონკრეტულ ამბავს მოჰყვა: ტექსტის დაწერის თხოვნით, სადაც ერთი ქალის ისტორიას ესეისტურ ტექსტად გარდავქმნიდი, დამიკავშირდა მეგობარი – მითხრა, რომ იყო პროექტი, სადაც მწერლები წერდნენ ქალების ისტორიებზე – დიდწილად გარეგნობასთან დაკავშირებულ ბულინგზე.

დავთანხმდი. თუმცა შევცდი – გარდა იმისა, რომ ეს არის ჩემი ყველაზე უარესი ტექსტი, დავასკვენი, რომ კაცებს ძნელად შეუძლიათ ქალების მაგივრად წერა, მეტიც – არ შეუძლიათ. სირცხვილიც კია, კაცმა ქალის ნაცვლად წეროს ამ ქვეყანაში, როცა სხვა ყველაფერს ქალი აკეთებს კაცის ნაცვლად. მეორეც – ამას გაცილებით უკეთ შეძლებდნენ ქალი ავტორები, ღრმად და ზუსტად.


ამ ზოგად კრიტიკას მოჰყვა ძალიან კონკრეტული, მწერალი ავტორების და კიდევ უფრო კონკრეტულად ჩემი. ამაზეც დავწერ – წლების წინ, ჩემი ზედმეტად აქტიური და პირდაპირ დავწერ – მომაბეზრებელი ფლირტების გამო, შეიძლება ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საფუძველი მივეცი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მას მერე ბევრი რამ გადავაფასე, ძალიან ბევრი და ზოგადად უკიდურესად მრცხვენია იმ მობღლარძუნე პერიოდის. ეს ახლა კი არა, მანამდეც არაერთხელ მითქვამს არაერთი მათგანისთვის. ამის გამოც ბოდიშს ვიხდი.


ვიცი, აქ ძალიან ბევრია ადამიანი, რომლისთვისაც სულ მართალი ვარ, მაგრამ ყველას ძალიან გთხოვთ, მე ნუ დამიცავთ – დაიცავით ის ქალები, რომლებმაც უამრავი სირთულე გადაიტანეს და ახლაც გადააქვთ.”

შეგახსენებთ, კომპანია The Body Shop-მა, რომელიც თავის მოვლის პროდუქციასა და კოსმეტიკურ ხაზს აწარმოებს, განაცხადა, რომ ქალების გაძლიერების მიზნით წიგნი გამოაქვეყნა. პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა.

წიგნს სახელად შეიყვარე თავი შენი ჰქვია. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მისი მიზანი ქალთა გაძლიერება და სტანდარტებისგან გათავისუფლებაა და მასში 13 ქალის რეალური ისტორიაცაა მოცემული, თუმცა, წიგნის შვიდივე ავტორი კაცია.

ავტორები არიან:

  1. გიორგი კეკელიძე;
  2. ბასა ჯანიკაშვილი;
  3. დათო გორგილაძე;
  4. ალექსანდრე ლორთქიფანიძე;
  5. ირაკლი შამათავა;
  6. გია მურღულია;
  7. ტორესა მოსი.

კომპანიის ინიციატივას, რომ 7-დან არც ერთი ქალი ავტორი არ ჰყავდა წიგნს, რომელიც ქალების პრობლემებს და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო, კრიტიკა მოჰყვა, რასაც The Body Shop ამ კომენტარით გამოეხმაურა:

“სწორედ იმიტომ რომ საპირისპირო სქესისგან ხდება უმეტესად დამცირება, სილამაზის სტანდარტებში მოქცევა და ა.შ. წიგნის პირველი სერიის ნოველები დაწერეს მამაკაცებმა, რათა ამ მამაცი ქალბატონების ადგილზე წარმოედგინათ თავი. მეორე გამოცემაზე მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად, აქ იქნება უფრო მეტი ქალბატონის რეალური ისტორია გადმოცემული და ასევე, უფრო მეტი ქალი მწერალი ჩართული”.

ფეისბუქპოსტი, რომლის კომენტარებშიც კომპანიის მიერ იდეის განხორციელების გზას აკრიტიკებდნენ, The Body Shop-მა მოგვიანებით წაშალა.

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved