• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რამდენი რამ გადაიტანა ამ ქალმა, ტრაგედიები დაებედა” – როდის და სად დაკრძალავენ მსახიობის ვაჟს

ალია ავტორი - ალია
14:34 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილის ვაჟს, თამაზ აფხაიძეს ხუთშაბათს, 27 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

აფხაიძის გამოსვენება სასაფლაოს ცენტრალურ შესასვლელთან მდებარე ამაღლების ტაძრიდან 15 საათზე შედგება. 55 წლის თამაზს მოსახელე მამის გვერდით დაკრძალავენ. 

თამაზი მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს. ნანა 19 წლის იყო, როდესაც დაქვრივდა, თავის ვაჟზე ორთვენახევრის ფეხმძიმე. მსახიობმა შვილს გარდაცვლილი მეუღლის სახელი დაარქვა.

თამაზს „პრაიმტაიმთან“ რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია იხსენებს.

დავით კვირცხალია: – საშინელება დაემართა ნანას. რამდენი რამ აიტანა ამ ქალმა. ტრაგედიები დაებედა. თაზოს მამა არაჩვეულებრივი კაცი, ტრაგიკულად დაიღუპა, მეორე ქმარიც, ტრისტან ყველაიძეც (ჩემი უახლოესი მეგობარი) ახალგაზრდა წავიდა. ჩვენ, ერთი პერიოდი, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით, დოლიძელები გახლდით და თაზოს ძალიან კარგად ვიცნობდი. ნამდვილი ჯენტლმენი, რაინდული თვისებებით შემკული კაცი იყო, რომელიც არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ მანერებით გხიბლავდა. დახვეწილზე დახვეწილი კაცი იყო, მორიდებული ადამიანი. 

ამ ტრაგედიების მიუხედავად ნანა რუსთაველის თეატრში წამყვანი მსახიობი და ნამდვილი ვარსკვლავური თვისებების მატარებელი ქალია. ერთხელ ვერ ნახავ, რომ იტყვიან  – „საშინაოდ“ ან „ისე რა“ გამოწყობილს. სახლშიც კოპწია და აკურატულია. 

დიდ სამძიმარს ვუცხადებ ნანას და მის ქალიშვილს ხათუნას. დანაკარგს ვერაფერი დააბალანსებს. მტკივნეული სიცარიელე დარჩება.

თამაზ აფხაიძეს ორი კვირის წინ ტრეპანაცია ჩაუტარდა. 23 თებერვალს დილით, აფხაიძე ანევრიზმამ იმსხვერპლა. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved